ავტორი:

ბუბა კიკაბიძე მელაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნაზე - "გამიხარდება, თუ სამშობლოში ხშირად შევხვდები"

ბუბა კიკაბიძე მელაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნაზე - "გამიხარდება, თუ სამშობლოში ხშირად შევხვდები"

მომღერალი ბუბა კიკაბიძე რუსულ მედიასთან ვალერი მელაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. კიკაბიძის თქმით, მას მელაძესთან მოქალაქეობის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნავს, რომ მუსიკოსი ძალიან უყვარს და მოხარული იქნება, თუ სამშობლოში ხშირად შეხვდება.

„ვალერი მელაძე მაინც რუსეთში იცხოვრებს, რა მნიშვნელობა აქვს. რატომ სურს საქართველოს მოქალაქე იყოს, ეს თავად მას ჰკითხეთ,“ - აღნიშნა კიკაბიძემ.

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვალერი მელაძემ მოქალაქეობის თხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ მელაძე რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებასაც აპირებს.

მუსიკოსი ამჟამად საქართველოში, ბათუმში იმყოფება, სადაც 18-19 აგვისტოს ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტებში მიიღო მონაწილეობა.

მელაძემ "ინსტაგრამზე" ბათუმში გადაღებული ვიდეოებიც გამოაქვეყნა. მომღერალი ვიდეოში ამბობს, რომ სამშობლოში იმყოფება, ბათუმის ახალი მშენებლობები კი ძალიან მოსწონს.

"დაბადების დღეს ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი ულოცავს ხოლმე" - რატომ თქვა ტელეფონზე უარი ბუბა კიკაბიძემ, სად გაერიდა ქალაქს და რა მოსწერა 20 წლის გოგომ რუსეთიდან

სიტყვები, რომლებიც პრინცესა დაიანამ უკანასკნელად წარმოსთქვა - რას იხსენებს მაშველი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ის მანქანიდან გადმოიყვანა

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს