ამერიკული სერიალი „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო.
სერიალის მაყურებელს კარგად ახსოვს სოლისების ოჯახი - გაბრიელასა და კარლოსს ორი პატარა ქალიშვილი ჰყავთ. განსაკუთრებით აქტიური კი უფროსი, ხუანიტა სოლისია, რომელმაც მაყურებელს თავი სერიალში გამოჩენისთანავე შეაყვარა.

„ხუანიტა სოლისი“ - მედისონ დე ლა გარცა ახლა უკვე 16 წლისაა. სერიალის ბევრმა თაყვანისმცემელმა არ იცის, რომ მედისონი ცნობილი ამერიკელი მომღერლის, დემი ლოვატოს დაა. გოგონა „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ დასრულების შემდეგ იმდენად შეიცვალა, რომ მისი ცნობა შეუძლებელია.


მედისონი 6 წლის იყო, როდესაც სერიალის გადაღებებს შეუერთდა. გოგონას ახლა „იუთუბის“ საკუთარი არხი აქვს, რომელსაც 33 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.