ავტორი:

ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 29 წლის ბიჭი

ავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 29 წლის ბიჭი

ვარკეთილში დღეს დილით მომხდარ ავარიას 29 წლის ბიჭი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა დაახლოებით 07:00 საათისთვის მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულიც 29 წლის მამაკაცია. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი და დაშავებული ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. მომხდარზე შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო