ავტორი:

რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებში

რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებში

შვილისთვის სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხია. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ზოგიერთი მათგანში სწავლა კი ფუფუნებად ითვლება.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, თბილისში რომელია ყველაზე ძვირად ღირებული სკოლა.

„QSI" საერთაშორისო სკოლა

წლებია „QSI" ყველაზე ძვირად ღირებული სკოლის სტატუსს ინარჩუნებს. QSI-ს ისტორია 1971 წელს იწყება: პირველი ასეთი სკოლა იემენის დედაქალაქ სანაში დაარსდა. თბილისში კი სკოლა 1995 წელს დაარსდა და სწავლა მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. წლიური გადასახადი კი 25 ათასი დოლარია. საერთაშორისო სკოლაში საქართველოში სხვადასხვა მისიით მყოფი დიპლომატების შვილები სწავლობენ.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში კი 290-ს შეადგენს. სწავლის წლიური გადასახადი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება: 8 კლასში წლიური გადასახადი 12,500 ლარია. 9-12 კლასში კი საქართველოს მოქალაქისთვის 24,000, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის 32, 000 ლარი. გარდა ამისა, აკადემიაში მიღებულ მოსწავლეს 600 ლარის ოდენობის საგარანტიო დეპოზიტის გადახდა მოეთხოვება.

მოსწავლეს მატერიალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადაეცემა აკადემიის კუთვნილი ქონების ნაწილი, როგორიცაა წიგნები, შემნახველი კარადის გასაღები და სხვა აქტივები. მეთორმეტე კლასის ბოლოს, მოსწავლეს აღნიშნული დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება.

ევროპული სკოლა

ევროპული სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. 2009 წელს სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია მოიპოვა. 2010 წელს კი “ევროპულმა სკოლამ“ გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია. რაც შეეხება სწავლის საფასურს, კლასის მიხედვით 4 ათასიდან 8 ათას ევრომდე მერყეობს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა. სწავლის ფასი 5900 დოლარია. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო