ავტორი:

ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი

ტრაგედია ანაკლიაში: ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა - დაკავებულია 4 პირი

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ორჟონიამ.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს