ავტორი:

ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა

ბათუმში სიმამრმა სიძე დაჭრა

ბათუმში, წუხელ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებული „მედცენტრშია“ გადაყვანილი. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული.

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო