ავტორი:

რა მდგომარეობაშია სიმამრის მიერ დაჭრილი მამაკაცი

რა მდგომარეობაშია სიმამრის მიერ დაჭრილი მამაკაცი

ბათუმში, წუხელ ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა "მედცენტრში", რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ამავე საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულს მუცლის არეში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სიძე-სიმამრს შორის მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სწორედ სიმამრის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.

მომხარზე კომენტარს მეზობლები არ აკეთებენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108 მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დანაშაული 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო