ავტორი:

მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა

მაკკეინის ბოლო მიმართვა და ტრამპის პასუხი კრიტიკოსებს - თეთრი სახლის თავზე დროშა კვლავ დაეშვა

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც გასულ შაბათს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, სიკვდილის წინ აშშ-ს მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მიმართვის ტექსტს ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

მაკკეინის განცხადებით, ქვეყნის დიდება სუსტდება, როდესაც ის ცდილობს კედლებს ამოეფაროს მათი დანგრევის ნაცვლად. სავარაუდოდ, ასე პოლიტიკოსმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე მიანიშნა, თუმცა დონალდ ტრამპი არ უხსენებია. გარდა ამისა, საკუთარ მიმართვაში მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს „მათთვის მსახურების პატივისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას ჯარში და პოლიტიკაში გატარებული წლების საშუალებით ჰქონდა“.

„მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის“, - განაცხადა მაკეინმა.

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო თეთრი სახლის თავზე დროშა ისევ დაეშვება.

ამის შესახებ ტრამპის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტი სენატორის გარდაცვალების საკითხზე დუმილისთვის მწვავედ გააკრიტიკეს.

„მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა პოლიტიკაში, პატივს ვცემ სენატორ ჯონ მაკკეინის მსახურებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მის პატივსაცემად ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ თეთრი სახლის თავზე დროშა დაეშვას მის დაკრძალვამდე“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: რა წერია მაკკეინის უკანასკნელ მიმართვაში, რომელიც სენატორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა?

აღსანიშნავია, რომ განცხადებას წინ უძღოდა გუშინ, თეთრ სახლში გამართული ღონისძიებების ფარგლებში დონალდ ტრამპისადმი ჟურნალისტების მიერ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასმული არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობდა ჯონ მაკკეინის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დუმილი არჩია და ჯონ მაკკეინზე დასმულ კითხვებს დემონსტრაციულად არ უპასუხა. აღნიშნულის გამო ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სენატორი მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ თეთრი სახლის თავზე აშშ-ს დროშა დღენახევრის განმავლობაში იყო დაშვებული, რის შემდეგაც დროშა კვლავ აღმართეს. თუმცა, საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დროშის დაშვების გადაწყვეტილება ისევ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკკეინის სურვილისამებრ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაკრძალვის ცერემონიაზე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი წარმოადგენს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე