ავტორი:

"ფეისბუქი", "ტვიტერი" და "გუგლი" ფრთხილად უნდა იყვნენ!" - დონალდ ტრამპი

"ფეისბუქი", "ტვიტერი" და "გუგლი" ფრთხილად უნდა იყვნენ!" - დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Twitter-ს და კომპანია Google-ს მოუწოდა, ფრთხილად მოიქცნენ საძიებო სისტემაში მის შესახებ ახალი ამბების ასახვის დროს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა FIFA-ს ხელმძღვანელთან ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან არ შეიძლება თუ როგორ ეპყრობიან ხალხს. მივიჩნევ, რომ Google, Twitter და Facebook ძალიან სახიფათო გზას დაადგნენ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირველ რიგში „ფეიკ“ მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს აჩვენებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე