ავტორი:

10 პროდუქტი, რომელიც აკნეს ლაქებს მოგაშორებთ - დერმატოლოგი გირჩევთ

10 პროდუქტი, რომელიც აკნეს ლაქებს მოგაშორებთ - დერმატოლოგი გირჩევთ

აკნე ბევრისთვის არასასიამოვნო და მტკივნეული საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვუმკურნალებთ, მოვირჩენთ და შემდეგ სახეზე მისი ნაიარევი გვრჩება. ნაიარევი გაცილებით გვიან ქრება კანიდან, ვიდრე თავად აკნე, თუმცა, მთავარია, მისი მოცილების სწორ მეთოდებს მიმართოთ, რათა კანი უფრო არ დაიზიანოთ.

გამოცემა Natural Living Idea-ს დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ აკნეს ნაიარევის მოცილებას ბუნებრივი, ნატურალური საშუალებებით ვეცადოთ. ისინი რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ:

ალოე ვერა

ახალ ალოე ვერას გელს, რომელიც ვიტამინების წყაროა, ნაიარევის გაქრობა და კანის მკურნალობა შესანიშნავად შეუძლია. მისი გამოყენებისას გვერდით ეფექტებზე ნუ იფიქრებთ, რადგან ეს არ მოხდება. ალოე ვერას ფოთოლი დაანაწევრეთ, გამოწურეთ და ნელი მოძრაობით

შეიზილეთ. 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიიბანეთ. ასევე, თუ კანის დატენიანება გსურთ, ალოე ვერა ამის შესანიშნავი საშუალებაა.

საჭმელი სოდა

ის ყველას ოჯახში მოიპოვება და უამრავი გამოყენება აქვს, მათ შორის, სახიდან აკნეს ნაიარევის მოცილებაც შეუძლია. საჭმელ სოდას სკრაბის ფუნქციით გამოყენებისას, კანის აქერცვლა და გასუფთავება შეუძლია.

შეურიეთ რამდენიმე კოვზი საჭმლის სოდა იმდენ წყალს, რომ პასტა დაამზადოთ და ნელი მოძრაობით ნაიარევებზე შეიზილეთ. მისი სახეზე გაჩერება 2 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული. ამ დროის მანძილზე, სოდა ფორებს ასუფთავებს და მომავალი გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ორი წუთის შემდეგ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი წაისვით.

ქოქოსის ზეთი

ის არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი ხელის გულზე დაიდეთ და სხეულის ტემპერატურაზე დაადნეთ, შემდეგ ნაიარევებზე შეიზილეთ და დაელოდეთ, სანამ შეიწოვს.

ქოქოსის ზეთს ჩამობანა არ სჭირდება, მან კანის გაჯანსაღებისთვის მთელი დღე უნდა იმუშაოს. თუ ქოქოსის ზეთით მთელი დღის გატარება თქვენთვის არაკომფორტულია, მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ სახის გამწმენდი სითხით მოიშორეთ განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს