ავტორი:

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე - დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე - დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო