ავტორი:

"აზიელი ვენერა" - ირანის დედოფალი ფავზია, ხშირად, ჰოლივუდის ვარსკვლავი ეგონათ

"აზიელი ვენერა" - ირანის დედოფალი ფავზია, ხშირად, ჰოლივუდის ვარსკვლავი ეგონათ

მისი სილამაზე იმდენად უჩვეულო და არამიწიერი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა მას "აზიელი ცისფერთვალა ვენერა" უწოდა. იგი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავდა და ფრანგული ფესვების წყალობით ევროპული გარეგნობა ჰქონდა, ხშირად ვივიენ ლიშიც კი ერეოდათ. ეგვიპტის უკანასკნელი პრინცესა ფავზია ფუადი ისტორიაში შევიდა არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი აღმოსავლელი მანდილოსანი, არამედ ქალიც, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი ირანის სამეფო კარზე ცხოვრებაზე, დედოფლის მაღალ ტიტულსა და ფუფუნებაში ცხოვრების სხვა ატრიბუტებზე, და არასოდეს უნანია.

ფავზია ეგვიპტის მეფე ფუადისა და დედოფალ ნაზლის უფროსი ქალიშვილი იყო, მის ძარღვებში ალბანური, ფრანგული და ჩერქეზული სისხლი ჩქეფდა. მისი ერთ-ერთი წინაპარი ნაპოლეონის არმიის ფრანგი ოფიცერი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და ეგვიპტეში საცხოვრებლად დარჩა. როგორც ჩანს, ფავზია ევროპულ გარეგნობას სწორედ მას უნდა უმადლოდეს. მან განათლება შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად ფლობდა ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.

ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ პრინცესას ადგილობრივი ტრადიციების დაცვა მოუხდა, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა მის თავისუფლებას. ეგვიპტის სამეფო კარის მწერალი ადილ საბიტი მისი ცხოვრების ამ პერიოდს ასე აღწერდა: "იგი იშვიათად გამოდიოდა სასეირნოდ, ხოლო თუ სეირნობდა, მუდამ თან ახლდნენ სეფექალები და ფარეშები. იმ დროს, როცა მისი თანატოლი გოგონები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ფავზია თავისი სოციალური სტატუსის გამო ყველაფერში შეზღუდული იყო".

ნახეთ ვიდეო : სანამ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი იქნებოდნენ, მანამდე იყო ირანის დედოფალი ფავზია - 1942 წელს გადაღებული კადრები

17 წლის ფავზია ირანის პრინც მუჰამედ რეზა ფეჰლევს მიათხოვეს, რომელიც ქორწილამდე მას მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. ორი წლის შემდეგ, 1941 წელს, რეზა ფეჰლევი ტახტზე ავიდა, ფავზია კი ირანის დედოფალი გახდა.

მალე ფავზიამ ჟურნალ "ლაიფისთვის" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ, რაც მისი ფოტო ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, "აზიელი ცისფერთვალა ვენერას" სილამაზეზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. მას ეპოქის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი უწოდეს. თუმცა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრება სულაც არ აღმოჩნდა უღრუბლო. მალე ფავზია მამამთილის ტოტალური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, რომლის ავტორიტარული ხელისუფლება არა მარტო ქვეყანაზე, არამედ მათ ოჯახზეც ვრცელდებოდა - მამამთილი მას ნათესავებთან კონტაქტს უკრძალავდა, ეგვიპტიდან ჩამოყვანილი მსახურები უკან გააბრუნა, ისევე, როგორც იქიდან ჩამოტანილი ნივთები.

ქმართან კი ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც ფავზიამ მისი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ შეიტყოდა მაშინ დედოფალმა აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის, მით უფრო სამეფო ოჯახებისთვის გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო - პირველმა მოითხოვა განქორწინება და ეგვიპტეში დაბრუნდა. ირანში გაყრის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ ფავზიამ მეფეს მემკვიდრე ვერ აჩუქა. 8 წლის ქალიშვილის დატოვება კი ქმრის ოჯახში მოუწია. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს