ავტორი:

ქალი, რომელიც შუაღამისას სახლების კარებზე ზარს რეკავდა, პოლიციამ იპოვა

ქალი, რომელიც შუაღამისას სახლების კარებზე ზარს რეკავდა, პოლიციამ იპოვა

უცნობი ქალი, რომელიც აშშ-ში კამერებმა შუაღამისას ხელებზე ბორკილებით დააფიქსირა, პოლიციამ იპოვა, CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტეხასის პოლიციაში განაცხადეს.

სამართალდამცველებმა ქალის ძებნა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს - შუაღამისას ის მონტგომერიში ფეხშიშველი გამოჩნდა, ხელზე ბორკილებით, რამდენიმე სახლთან მივიდა და კარზე ზარი დარეკა.

პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ქალი ახლა ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ მისმა 49 წლის მეგობარმა მამაკაცმა დენის რეი კოლინზმა თავი მოიკლა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ კოლინზმა შეაბა მას ბორკილები, თუმცა ქალმა თავის დაღწევა შეძლო.

პოლიციამ კოლინზის ცხედარი ოთხშაბათს დილით მისსავე სახლში იპოვა. მამაკაცი ერთი გასროლით არის გარდაცვლილი. ლეიტენანტი სპენსერი ამბობს, რომ კოლინზმა წერილი დატოვა, რომლის საშუალებითაც მათ ღამით გამოჩენილი უცნობი ქალის ვინაობის დადგენა შეძლეს, შემდეგ კი მას ნათესავების საშუალებით დაუკავშირდნენ.

საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე პოლიციაში არ საუბრობენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს