ავტორი:

დაათვალიერეთ დიღომში მდებარე სახლი, რომელიც 2 მლნ ლარზე მეტი ღირს

დაათვალიერეთ დიღომში მდებარე სახლი, რომელიც 2 მლნ ლარზე მეტი ღირს

თბილისში, დიღომში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 1 200 000 დოლარია (2 974 440 ლარი).

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნაკვეთის საერთო ფართი - 1 400 კვადრატული მეტრი; სახლის საერთო ფართი კი 1 050 კვადრატული მეტრია.

სახლში 12 ოთახია, მოიცავს 6 საძინებელს, რომელთაც საკუთარი სველი წერტილები აქვთ. ასევე, საგარდერობო სივრცეს და აივნებს, სამზარეულოს საერთო მისაღები ოთახით, საერთო სველ წერტილს. ამასთან, განმცხადებლის ცნობით, სახლი ავტომატიზირებულია და ელექტროენერგიის შეფერხების დროს, ავტომატურად გადადის სარეზერვო გენერატორზე.

„სახლს აქვს - სპორტული დარბაზი, საუნა, აუზი, რომელიც სრულად აღჭურვილია ფილტრაციის და გათბობის სისტემით. ასევე რობოტიზირებულია მისი დასუფთავება. დაცვის სისტემები, სენსორები და კამერები. სახლი აღჭურვილი ავეჯით და ტექნიკით. გათბობა გაგრილება ხდება ცენტრალიზებული სისტემით, რომლის მართვა ინდივიდუალურად ლოკალური ზონების მიხედვით არის შესაძლებელი. ეზო არის მოპირკეთებული და ავეჯით მოწყობილი. არის 30 შეზლონგი და ეზოს მორწყვა სრულად ავტომატიზირებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში დაათვალიერეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს