ავტორი:

"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"

"მსოფლიო პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე გადაწყვეტილება მიღებულია"

კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. შეხვედრის სხვა დეტალები, გარდა იმისა, რაც ინტერნეტ-მედიაში ვრცელდება, ჩვენთვის უცნობია. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის პატრიარქ კირილეს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია, - ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა.

ევსტრატი ზორიას თქმით, მიტროპოლიტ ემანუილმა, რომელიც კიევის პატრიარქის წარმომადგენელი იყო და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის მიღების პროცესზეა პასუხისმგებელი, ბართლომესა და კირილეს შეხვედრის შედეგებზე მოკლე განცხადება გააკეთა.

„მსოფლიო პატრიარქმა აცნობა რუსეთის პატრიარქს, რომ გადაწყვეტილება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის გამოცხადების შესახებ მიღებულია“, - წერს მიტროპოლიტ ემანუილის სიტყვებზე დაყრდნობით ბერძნულენოვანი გამოცემა Оrthodoxia.info.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე