ავტორი:

რა წერია ხორავას ქუჩაზე მომხადრი მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში

რა წერია ხორავას ქუჩაზე მომხადრი მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა 51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი მე-11 და მე-9 კლასელებს შორის, - ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს. კერძოდ, როგორც დასკვნაში წერია, შესვენების დროს სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მხრიდან თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრას/ბულინგს, რის გამოც მოხდა შელაპარაკება. კომისიის წევრთა უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობის სახით დასკვნაში მიუთითებს, რომ კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-ს და ა.ს.-ს და მეორე მხრივ - დ.ნ.-ს და თ.ჩ.-შ შორის და შელაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა დავით სარალიძე.

„ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას. ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს მ.კ.-ს სა სთხოვა დახმარება. სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 საათისთვის სკოლასთან შეიკრიბნენ ა.ს.-ს დეიდაშვილი მ.კ. თავის მეგობრებთან ერთად (გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი.), თ.ჩ., ა.ს. და მათი მე-9 კლასელი მეგობრები ს.ფ. და თ.ბ., ასევე დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მე-11 კლასელი მეგობრები. სკოლის წინ შეიკრიბა სულ დაახლოებით 30-35 მოსწავლე, რომლებიც წავიდნენ საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ", - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძის, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა -ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ.-ს შორის კონფლიქტი.

„მანდატურმა აღნიშნული ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა თ.ჩ., ასევე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ 13:50 საათზე, თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე თ.ჩ. და დ.ნ., ასევე დავით სარალიძე, დ.ღ., თ.ჩ., ს.ფ. და 5-6 უცხო, სავარაუდოდ სხვა სკოლის მოსწავლე მოზარდი. თინათინ ყენიამ მანდატურ ანა გუშარაშვილს სთხოვა აღნიშნულზე რეაგირება, რომელმაც თავის მხრივ დაურეკა მანდატურ თეიმურაზ ზადიშვილს. ამ უკანასკნელმა, მანდატურ გიორგი მელიქიძესთან ერთად, ვერ აღმოაჩინა კონფლიქტური სიტუაცია. ამის შემდეგ მელიქიძემ და ზადიშვილმა დაურეკეს ანა გუშარაშვილს და აცნობეს მას, რომ ვერავინ ნახეს", - ნათქვამია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ბრძანების საწინააღმდეგოდ, არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, როგორც უშუალოდ, ისე სათვალთვალო კამერების მეშვეობით, რის გამოც მანდატურებს უყურადღებოდ დარჩათ სასწავლო პროცესის შემდგომ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგადად ამ მოსწავლეების პრობლემური ქცევის და უცხო სკოლელების სკოლასთან მოსვლის შესახებ, მას ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება და მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა კონფლიქტის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად. მანდატურებს ასევე ევალებოდათ მეტი ძალისხმევა, როგორც სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის დასაფიქსირებლად. ხაზგასასმელია, რომ არც დირექტორის მოადგილემ, არც მანდატურებმა არ შეატყობინეს პოლიციას არსებული აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე", - ნათქვამია დასკვნაში.

საგამოძიებო კომისიის წევრები საპარლამენტო უმცირესობიდან აღნიშნავენ, რომ არც 51-ე, არც პირველი ექსპერიმენტულის და არც 61-ე სკოლების ადმონისტრაციებს არ გამოუკვლევიათ 1-ელი დეკემბრის მოვლენები.

„მეტიც, ხორავას ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, 51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა უგულებელყო უსაფრთხოების თვალსაზრისით სკოლაში არსებული პრობლემები და განაცხადა: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად ართმევენ თავს. მოსწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას. მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი. კერძოდ, დილის 9 საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდგომ, იკეტება სკოლის ცენტრალური კარი, რომელიც კონტროლდება პასუხისმგებელი პირის მიერ", - ნათქვამია დასკვნაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს