ავტორი:

იტალიაში მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში მკვლელობის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ ავეტრანაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებით 40 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაკავებული ავეტრანაში საფრანგეთიდან ჩავიდა, სადაც ბოლო რამდენიმე თვე ცხოვრობდა.

პოლიციელებმა შეტყობინება მიიღეს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩხუბი მოხდა. როგორც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ბინაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ქირაობდა, ბინის მეპატრონე იყო მისული მეგობარ კაცთან ერთად. ისინი ბინის ქირის გადახდას ითხოვდნენ საქართველოს მოქალაქისგან. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქემ ბინის მეპატრონის მეგობარი დანით ყელის არეში დაჭრა. დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს