ავტორი:

"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

"ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ" - რას ფიქრობენ ცნობილები საკურორტო რომანებზე

ზაფხული შვებულებებისა და გართობის დროა. წელიწადის ამ დროს ადამიანები ცდილობენ, კარგად დაისვენონ და განიტვირთონ, ამიტომ, საკურორტო რომანები ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. რას ფიქრობენ საკურორტო რომანებზე ქართული ინტელიგენციისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები? - ამ საკითხზე თვითონ გვიამბობენ:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- საკურორტო რომანებისა როგორ არ მჯერა, ჩემ გარშემოც არიან ადამიანები, რომელთა ე.წ. საკურორტო რომანი სერიოზულ გრძნობაში გადაზრდილა, ოჯახიც შეუქმნიათ და ახლა მშვენივრად გრძნობენ თავს. მართალია, ქართველი მამაკაცები ასეთ ურთიერთობას ცოტა ალმაცერად უყურებენ, მაგრამ XXI საუკუნეა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიყვარული შეიძლება ყველგან იპოვო - მთაშიც, ბარშიც, ზღვაზე, კურორტზე და ლილოს ბაზრობაზეც კი.

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- მე თვითონ არასოდეს მქონია, თუმცა ვფიქრობ, საკურორტო რომანი შეიძლება დაიწყოს და სერიოზულადაც გაგრძელდეს. სულაც არ ვფიქრობ, რომ კურორტზე ვიღაც უნდა გაიცნო, გაერთო და მერე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე სერიოზული ურთიერთობების მომხრე ვარ, თუმცა ეს საკითხიც უფრო ინდივიდუალურია და ადამიანზეა დამოკიდებული.

ბავშვობაში, არდადეგებზე შეიძლება ვიღაც გაიცნო და მერე დაგავიწყდეს, მაგრამ საკურორტო რომანი რას ჰქვია, ვერ გეტყვით. ეს უფრო ბიჭებს ახასიათებთ: კურორტზე მიდიან, ერთობიან და მერე ყველაფერს ივიწყებენ. მე კი, ერთჯერადი ურთიერთობის მომხრე არა ვარ და ეს ჩემს მეგობრებსაც არ ახასიათებთ. თუ ვინმეზე ვფიქრობ და სერიოზულად მომწონს, მინდა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს და გაღრმავდეს.

ნიკა არაბიძე, იუმორისტი:

- ჩემთვის საკურორტო რომანები ზღვასთან ასოცირდება. როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ერთი სული მქონდა, ზღვაზე როდის წავიდოდი და ზაფხულის განუმეორებელი დღეებით დავტკბებოდი, მსუბუქი ფლირტიც მქონია, მაგრამ მერე ამ ურთიერთობას სერიოზული არაფერი მოჰყოლია. ახლა კი, რაღა დროს ჩემი საკურორტო რომანებია? ისედაც, ვფიქრობ, რომ ასეთი რომანები დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა, დიდხანს ვერ ძლებს და სერიოზულად ვერც კი აღვიქვამ. ამავე დროს, გამორიცხული არაფერია და სიყვარული შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში გეწვიოს განაგრძეთ კითხვა

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

ანდრეა ბოჩელის ემოციური სააღდგომო სოლო კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში - "ამ გზით, ჩვენ დედამიწის დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ"