ავტორი:

გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა - "ეროვნული ერთობის" ლიდერს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა - "ეროვნული ერთობის" ლიდერს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს