ავტორი:

მაკრონი - ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

მაკრონი - ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედურ ტელეარხ СВТ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთს ვერ დავასახელებთ ისეთი ქვეყნის მაგალითად, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მე მუდმივად ვეკონტაქტები ვლადიმერ პუტინს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი მისი ოცნებაა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება.

„თუ შვედეთს ოდესმე პრობლემები ექნება, ეს მართლაც არ იქნება საფრანგეთი. ისევე როგორც შვედეთში ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე