ავტორი:

"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე

"იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო" - უცნობი ისტორიები XX საუკუნის ლეგენდარულ წყვილებზე

თბილისს სხვადასხვა პერიოდში ჰყავდა წყვილები, რომელთა შესახებაც უამრავ ლეგენდარულ ისტორიას ჰყვებოდნენ და დღემდე ჰყვებიან.. როგორც ამბობენ მათი არსებობით საოცარი, განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა თბილისს. დღეს მათ საოცარ ისტორიებს ფოტოები და ის ადამიანები მოგვითხრობენ, ვისაც პირადად ჰქონია მათთან ურთიერთობის ბედნიერება. წარმოგიდგენთ მეოცე საუკუნის სამ ლეგენდარულ წყვილს, რომელთა საოცარ სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა...

  • ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე

ამ ორი ადამიანის მადლიერები ჯერ მხოლოდ იმით შეიძლება ვიყოთ, რომ ქართულ კინოს ორი დიდი რეჟისორი ელდარ და გიორგი შენგელაიები აჩუქეს, თუმცა ამის გარდა ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. თუმცა მათი სიყვარულის ისტორიას სულ სხვანაირი დასაწყისი აქვს...

ნატო ვაჩნაძე უკვე მუნჯი კინოს მეგა ვარსკვლავი იყო, როცა შენგელაიას შეხვდა, მას მეუღლე მერაბ ვაჩნაძე და უფროსი ვაჟი თენგიზი ჰყავდა. კინოში ახლადმოსულმა შენგელაიამ ნატოს როლი შესთავაზა და დარწმუნებული იყო, რომ ვაჩნაძე ამ წინადადებას მიიღებდა, თუმცა გარშემომყოფები უკვე სახელგანთქმულ მსახიობს არ ურჩევდნენ ახალბედა რეჟისორის ფილმში თამაშს, მაგრამ ვაჩნაძემ გადაწყვეტილება შენგელაიას სასარგებლოდ მიიღო და როლზე თანხმობა განაცხადა. გადაღებებისას მათ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, ნატო ვაჩნაძე დაშორდა პირველ მეუღლეს და შენგელაიაზე დაქორწინდა.

ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია და თამარ მაკაროვა. 1930-იანი წლები

ნატოს პირველი ოჯახის დანგრევა მისმა თაყვანისმცემლება ცუდად მიიღეს, კინოვარსკვლავი სალანძღავ წერილებს იღებდა, რის გამოც ერთი პერიოდი ქუჩაში მარტო გამოსვლასაც ერიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში თბილისში იმართებოდა რუსი პოეტის ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებითი საღამო, სადაც ახალდაქორწინებულებიც იყვნენ დაპატიჟებული.

წყვილი საღამოზე დაგვიანებით მივიდა, თუმცა ხალხს მათი დარბაზში შესვლა არ გამორჩენია, მათ ყურადღება სწორედ დაგვიანებით მოსულებზე გადაიტანეს და სიტუაციის განსამუხტად მაიაკოვსკიმ სცენაზე თქვა ასეთი სიტყვები: ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია, ამოდით სცენაზე, მე თქვენ ახლა საჯაროდ დაგაქორწინებთო.. წყვილი მართლაც ავიდა სცენაზე, მაიაკოვსკის ამ ჟესტის შემდეგ კი საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ მართლაც შეიცვალა.

ვაჩნაძემ შენგელაიას რამდენიმე ფილმში ითამაშა და მოგვიანებით მის ჩანაწერებში თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა.

ნატო ვაჩნაძე, გიორგი შენგელაია, ნიკოლოზ შენგელაია 1941 წელი. ფოტო: ციფრული ფოტომატიანე

ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, ფილმის "ის კიდევ დაბრუნდება" გადაღებებისას, ნატო ვაჩნაძის მშობლიურ კახეთში, სოფელ ბაკურციხესთან გულის შეტევით გარდაიცვალა. ნატომ მძიმედ გადაიტანა მეუღლის დაკარგვა, ერთი პერიოდი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საერთოდ არ ჩნდებოდა და კინოზეც უარი თქვა, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი ფილმში "აკაკის აკვანი" პოეტის გამზრდელი მანო ითამაშა, რომელიც მის საუკეთესო როლად ითვლება ხმოვან კინოში. ნატო ვაჩნაძე 1953 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, მეუღლის, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელ ობუჯთან.

  • რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე

რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო. რეზო თაბუკაშვილი ქართული კულტურის დიდი მოამაგე, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ.

რეზო თაბუკაშვილმა ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე და ისინი მეუღლეს - მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა, პრეზენტაციაზე, რეზოს მედეასთვის უთქვამს: "თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილიო..."

როგორც ჰყვებიან, მათი ქორწილი 4 საათზე ყოფილა დანიშნული, თუმცა, რეზოს აუჩემებია, არა, რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაწეროთ ხელი, ქალია მაინც და არ გადაიფიქროსო, 12 საათზე წყვილი, მეჯვარეებთან ერთად, ხელის მოსაწერად მისულა, რიტუალი მალე დამთავრებულა და გარეთ გამოსულებს შეუმჩნევიათ, რომ ჯერ კიდევ ადრეა 4 საათამდე და ქალბატონებს საპარიკმახეროში შეუვლიათ. იქიდან გამოსულებს გადაუწყვიტავთ კინოს საყურებლად შესულიყვნენ, კინოთეატრში თურმე უმძიმეს ფილმს აჩვენებდნენ ომის თემატიკაზე, ფილმის დასრულების შემდეგ წყვილი თურმე რუსთაველზე მოდის, არჩევს ფილმს და სულ ღაპაღუპით ჩამოსდით ცრემლები, თბილისში იმ დღეს ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და საწყალი ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო... წაიკითხეთ ვრცლად

"მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - "მასტერშეფის" მონაწილე, სერგო ოვჩარენკო კონკურსსა და კულინარიაზე

"გარეგნობაზე ნაკლებად ვზრუნავ... როგორც ვგრძნობ, ისე ვიცვამ და ისე გამოვიყურები" - "დიდი სცენის"  კონკურსანტი, რომლის ვიდეომ ნახვების რეკორდი მოხსნა

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა