ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება,


სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რა მოწყობილობის აფეთქებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ საავადმყოფოში 4 პირი შეიყვანეს, თუმცა ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, მათგან ერთი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მესამე პირს კი, მიგინეიშვილის ინფორმაციით, გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება და სახლში გაეწერა.
„დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.