თვითმხილველის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ „ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქვე ჩასარიცხ აპარატთან იდგა“.
„მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ გასროლის ხმა გაისმა. სულ 4 ადამიანი იყო“, - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.
შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.
ფოთში, გამთენიისას, 4 პირს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა სამი მათგანი. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე.