ავტორი:

იაპონიაში მსხვერპლი გაიზარდა - ტაიფუნის შემდეგ მეწყერსა და დატბორვას ელოდებიან

იაპონიაში მსხვერპლი გაიზარდა - ტაიფუნის შემდეგ მეწყერსა და დატბორვას ელოდებიან

იაპონიაში ტაიფუნმა ჯებიმ სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა. ტაიფუნი იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.

ჯებიმ ქვეყნის დასავლეთ ნაწილს სერიოზული ზიანი მიაყენა, მათ შორის ქალაქებს - კიოტოსა და ოსაკას.

ფრენები, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, ათასობით მგზავრი ოსაკას დატბორილი საერთაშორისო აეროპორტიდან ევაკუირებულია, ისინი ნავით სხვა ადგილობრივ აეროპორტში გადაიყვანეს. ქარი შედარებით ჩადგა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას მეწყერისა და დატბორვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

მთავრობის წარმომადგენლის, იოშიჰიდე სუგას ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად სულ მცირე 300 ადამიანი დაშავდა. სამაშველო სამსახურების ცნობით, 1.2 მილიონამდე ადამიანის გადაუდებელი ევაკუაციაა საჭირო.

2 მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, სკოლები და სხვა დაწესებულებები დაკეტილია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე