ავტორი:

ქალმა ქმარი, სავარაუდოდ, თვალის წვეთებით მოკლა

ქალმა ქმარი, სავარაუდოდ, თვალის წვეთებით მოკლა

სამხრეთ კაროლინელ ქალს ქმრის მკვლელობა ბრალდება - 52 წლის ლანა კლეიტონი, გამოძიების ინფორმაციით, 64 წლის სტივენ კლეიტონს რამდენიმე დღის განმავლობაში წყალში თვალის წვეთებს უსხამდა.

BBC წერს, რომ სტივენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მისი ცოლი დააკავეს.

ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მამაკაცის ორგანიზმში ტეტრაჰიდროზოლინი აღმოაჩინეს. ეს ქიმიური ნივთიერება არის თვალის წვეთებისა და ცხვირის სპრეების შემადგენლობაში, რომელიც რეცეპტის გარეშე იყიდება.

ლანა გასულ კვირას, პარასკევს დააკავეს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზის შესახებ პოლიციაში არ საუბრობენ.

კლეიტონი აგვისტოში გარდაიცვალა, ის სახლის ეზოში დაკრძალეს. გაზეთის Herald ინფორმაციით, ლანა კლეიტონი მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა. ქალმა განაცხადა, რომ ქმარი მასზე მორალურად ძალადობდა, თუმცა ფიზიკური დაზიანება არასოდეს მიუყენებია.

წყვილი ერთად 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფის შეხვედრას ხშირად ესწრებოდნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს