ავტორი:

მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

მიწაში ჩამარხული სახლები, დანგრეული გზები - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა

იაპონიას კიდევ ერთი სტიქია დაატყდა თავს - ტაიფუნების, წყალდიდობების, მეწყერების პარალელურად ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჰოკაიდოზე მოხდა, რომელმაც მეწყერი გამოიწვია. CNN-ის ინფორმაციით, მთასთან ახლოს მდებარე სახლები მიწით დაიფარა, გარდაცვლილია სულ მცირე 4 ადამიანი.

მიწისძვრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ჰოკაიდოს პრეფექტურის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეპიცენტრთან ახლოს, ქალაქ აცუმაში დაახლოებით 20 ადამიანს ეძებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK ინფორმაციით, რეგიონში ფრენები და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა შეჩერებულია. 3 მილიონამდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ძლიერი მიწისძვრა, დაახლოებით, 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დანგრეულია გზები და შენობები. სამაშველო ოპერაციებში 4 ათასზე მეტი ჯარისკაცია ჩართული, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა 25 ათასამდე გაიზრდება. სამუშაოებში ჩართეს ვერტმფრენებიც, რომლებსაც სტიქიის ზონიდან ხალხი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

ავთერშოკები ამ დრომდე გრძელდება. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სახლების ჩამონგრევის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე