ავტორი:

წითელ ხიდზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები

წითელ ხიდზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის 33-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას 8 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "ჟიგულის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღეს ჟიგულის მძღოლმა და მიკროავტობუსში მსხდომმა 7-მა მგზავრმა. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც TV 4 იუწყება, ექიმების განცხადებით, დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო