საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნასვამმა მძღოლმა თბილისში ორი ქვეითი მოკლა, მათ შორის ერთი - 3 წლის ბავშვია

15:38 / 12-09-2018

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვე ლ. ა. და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც 1992 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს ბრა­ლი ედე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის და ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გლ­დან­ში, წუ­ხელ მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ლ.ა. მიმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი მარ­თავ­და სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რა დრო­საც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. მ.-ს და 2015 წელს და­ბა­დე­ბულ ნ. ჯ.-ს შე­ე­ჯა­ხა. 27 წლის გო­გო­ნა და 3 წლის ბავ­შვი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 128-ე მუხ­ლით და 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბას და მთვრალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ვი­დეო: ნას­ვა­მი მძღო­ლი, რო­მელ­მაც გლ­დან­ში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავ­შვი იმ­სხვერ­პლა, ავა­რი­ის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა - შსს-ს ინ­ფორ­მა­ცია

გაზიარება
ტეგები:
#მძღოლი
#ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
მკითხველის კომენტარები /41/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Pensioneri
2
0
ჩემი შვილი მუცელგასახეთქმა გამომაჩალა ხელიდან.არავის არ ეშინია და ამიტომ ხდება ამდენი უბედურება აი სიკვდილით დასჟა კი შეაჩერებდათ.ხუთმეტი ან ცამეტი წელი რა არი,დაისვენებენ და გამოვლენ.1
13:28 / 14-09-2018
გამოხმაურება //
g.g.
1
1
ზალიან მზიმე დანასაულია.....მტვრალი საჰესტან? უპატიებელი დანასაულია
12:44 / 14-09-2018
გამოხმაურება //
სოფო
4
0
წარმოუდგენელი ტანჯვა დაატყდა გარდაცვლილების ოჯახს, ვუთანაგრძნობ მთელი გულით ძალიან ძალიან ცუდი რამ მოხდა, საშინელებაა როცა ყოველდღე უდანაშაულო ხალხი იღუპება დაუდევარი მძღოლების გამო..რამხელა პასუხისმგებლობაა საწესთან ჯდომა, ჯერ საკუთარი თავისთვის და ახლა სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენ.პირადად მე არასდროს ავიღებ ,,პრავას,, რადგან არ მაქვს საკუთარი თავის იმედი..
18:54 / 13-09-2018
გამოხმაურება //
izi
9
0
რატომ ნავთი არ დალიე და ცეცხლი არ მიაყოლე
11:51 / 13-09-2018
გამოხმაურება //
კახა
8
1
საგზაო უსაფრთხოების სფეროში არის სრული უკონტროლობა, განსაკუთრებით მგზავრთა გადაყვანის სფეროში. მძროლი რომელიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შლოპანცებით მართავს რა უსაფრთხოება უნდა იყვეს იქ დაცული, მგზავრები გადაყავთ როგორც კარტოფილის გდამზიდავებს ისე.
11:38 / 13-09-2018
გამოხმაურება //
dato
3
1
ეს საცოდავები იქ გადასვლა რომ დააპირა თან სამი წლის ბავშვით ისეთი მოძრაობაა გეგონება ეს მანქანები ყველა გლდანის ბოლოში მიდისო უწყვეტი ნაკადია მანქანების კიდე ვამბოიბ ფეხით მოსიარულეებო ძალიან გთხოვთ მოერიდეთ ამ აწყვეტილ მანქანებს თორემ იმას ეხლა ადვოკატი გამოუჩნდება დახაზავენ მოხაზავენ და ნაწილობრივ ფეხით მოსიარულესაც გაკრავენ კბილს ის სიმთვრალემ დაღუპა ესენი დაუდევრობამ ვიცი მაქ როგორი მოძრაობაა.
11:31 / 13-09-2018
გამოხმაურება //
კახაბერი
4
0
საგზაო შემთხვევისაგან არავინაა დაზღვეული მაგარმ ჩვენს რეალობაში საგზაო უსაფრთხოეის და მგზავრთა გადაყვანის წესები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მანქანის მართვა ბევრს გონია უბრალო გართობა არადა მანქანა არის ძალიან სასარგებლო მაგრამ ძალიან საშიში ტექნიკური საშუალება რომელთანაც ყურადღების მოდუნება იწვევს სიკვდილს ან უკეთეს შემთხვეაში დასახუიჩრებას და ამას უნდა კარგად გაცნობიერება და ფსიქოლოგიური გაკვეთილებიც უნდა იყვეს შემადგენელი მართვის მოწმობის აღებისას. სიმთვრალე ალკოჰოლით იქნება, მარიხუანათი თუ ვარდის სურნელით დაუშვებელია საჭესთან. ამას გარდა მართვის მოწმობის გაცემა არის გაიოლებული, იმდენი დაბნეული მართავს მანქანას ზოგი რომ მთვრალი ჯობს მათ. აუცილებლად უნდა გამკაცრდეს მართვის მოწმობის გამოცდა, აუცილებლად სიმულატორზე უნდა ბარდებოდეს საავარიო ვითარებიდან გამოძრომის ტესტები, მძღოლს რომელსაც არ შეუძლია გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში (ფიზიკის კანონებს ვერავინ შეცვლის) აირიდოს სხვისი შეცდომით გამოწვეული საფრთხე ის არასოდეს არ უნდა დაჯდეს საჭესთან, ასევე გამოცდა უნდა ბარდებოდეს რეალურ რეჟიმში ქალაქის მოძრაობის რიტმში. გარდა ამისი უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაუწესედეს მგზავრთა გადამყვანებს, ამ სფეროში დასაქმებულ მძღოლთა უმეტესობა არ ფლობს იმ უნარჩვევებს რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთო და კომფორტულ გადაყვანას. ყოვლად დაუშვებელია მძღოლს ფეხზე ეცვას შლოპანცი და მართავდეს მიკროავტობუსს ან მითუმეტეს ავტობუსს, ამგავრ საკითხეს და კიდევ უმარავს საერთოდ არ ექცევა ყურადღება და მგზავრები გადაყავთ ისე თითქოს ეზიდებიან კარტოფილს. ყველა მარშუტკაში დარღვეულია სკამებს შორის დაცილების უსაფრთხო მანძილი და კიდევ უამრავი ნიუანსი რომელთა ჩამოთვლაც ტომებს დაგვაწერინებდა. საცოდაოობა რომ ამდენი ხალხი გვეღუპება ყოველწლიურად დაუდევრობით და ეს არის არასწორი რეგულაციების ბრალი რომელზეც პასუხისმგებელია სახელმწიფო ანუ ხელისუფლების ორგანოები.
11:24 / 13-09-2018
გამოხმაურება //
xyz
9
2
ცოცხი!!!... ვერა? მაშინ დავით გეგუთელის ძელი!... ორ დღეში ყველა ეგეთი გრუზინი მძღოლი იქნება როგორც "ჩმორიკ-მილენკი"!
11:13 / 13-09-2018
გამოხმაურება //
)
2
6
აგერ ვარ ბატონო და ეხლაც ესე ვთვლი
11:08 / 13-09-2018
გამოხმაურება //
Jorji 90
18
2
გამოდით ეხლა ის ადამიანები რომლებიც რომლებსაც ღამით ჩატარებული რეიდები დისკომფორს რომ გიქმნიდათ და შეურაცყოფა რომიყო თქვენთვის
10:28 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ai exla es normaluria?
4
2
გეუბნებიან მთვრალი იყოო და მართავდა საჭესო და თქვენ კიდე პლანი პლანიო გაიძახით.მართლა სტერეოტიპების ტყვეობაში მყოფი ფობიებით შეპყრობილი საზოგადოება ვართ რა.და ეს არი ჩვენი პრობლემა. ზომაწონა ჩვენ არ ვიცით, გემოვნება არა გვაქ და კიდე მსოფლიოში ყველაზე უკთესები გვგონია თავი. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის რო საჭესთან იჯდა არაფხიზელი და ის რო ზედმეტად არაფხიზელი იყო, თორე რითი გამოიშტერებს ადამიანი თავს რა მნიშვნელობა აქ?! ზოგს სულ არ ჭირდება არაფერი და ისეა გამოშტერებული და სამწუხაროდ ძალიან ბევრია ესეთი.ზოგადად ყველას ყველაფრის უფლება აქ სანამ სხვის უფლებას შეეხება.პლანს და ალკოჰოლს, რაც შეეხება 100% ით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ალკოჰოლით თრობის დროს გაცილებით მეტი უბედურება ხდება ვიდრე პლანით.და ადმიანებს რომლებიც არც მომხმარებლები ყოფილან არასოდეს და არც ამ დარგის სპეციალისტები არიან ვთხოვ თავი შეიკავონ საერთოდა მა საკითხზე ლაპარაკისგან, რადგან რაც არ იცი იმაზე არ უნდა ილაპარაკო კაცმა.
10:00 / 13-09-2018
გამოხმაურება //
levani-s
1
2
რა ბნელი ხარ ((
09:56 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ირაკლი
4
0
ვისაც ეს კომენტარი არ მოეწონა, ისიც პოტენციური მკვლელია. ტვინი გაარყიე და გაიაზრე რას აძლევ "დისლაიქს"!
09:55 / 13-09-2018
გამოხმაურება //
sos
5
0
უნსა იყოს სასჯელი ძალიან სერიოზულ ეს ხომ იგივე განზრახ მკვლელობაა
09:52 / 13-09-2018
გამოხმაურება //
დათო
1
0
თუ მართლა მასე გონიათ ძალიან ცდებიან და შენც ძალიან ცდები, იმიტო რო ღმერთს თუ უნდა პლანის მწეველს კი არა და სულ კაციჭამია რო იყოს იმას მიიყვანს ეკლესიაში და თუ არ უნდა სულ ვეგეტარიანელი ტრეზვენიკი რო იყოს მაინც ვერ მივა.
09:47 / 13-09-2018
გამოხმაურება //
piriqit
0
1
პირიქით, სადაც ვაზი ხარობს იქ პლანი არ ვარგა, და პირიქით.
09:44 / 13-09-2018
გამოხმაურება //
.....
1
0
სხვაგან უარესებიც ხდება.ბედისწერას ვერსად გაექცევი...
09:43 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ლალი
3
0
სამუდამო ციხე რატომ არ არის ნასვამ მძღოლებზე 2 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლეე ამ ქვეეყანაში რატომ კანონი არ კანონობს 13 წელი მაგისთვის ბაირამობაა მხოლოდ ღმერთის რისხვას ვერსად გაექცევა მაგას თუ არა მაგის შთამომავალზე გადავა ცოდვა.
09:35 / 13-09-2018
გამოხმაურება //
rasa
1
0
პლანის აკრძალა თუა, მაშინ ალკოჰოლიც ავკრძალოთ. ეგ უფრო ათაყვანებს და კლავს. ისე, ცუდ მძღილს არ ჭირდება პლანი და სასმელი, კაცი რომ მოკლას. ძნელი პრავის ტესტი ჭირსება, რომ ვერ აიღოს პრავა და მკაცრი პატრული კიდე
08:46 / 13-09-2018
გამოხმაურება //
იო
3
0
მე დამნაშავეს არ ვესარჩლები მაგას თავის უბედურება ეყოფა მაგრამ ფეხითმოსიარულეები ძალიან უწესრიგოდ გადადიან მანქანებს არ ერიდებიან
07:30 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ნინო
0
0
მე მგონი სწორედაც ეს უნდათ.
03:00 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ირმა
5
0
რა შეუგნებელი ხალხი ვართ არ დაჯდე შე დალოცვილო ნასვამი საჭესთან, ნუთუ ასეთი რთულია.შენი სიცოცხლე კიარაა ამ დროს მთავარი ,არამედ სხვა უდანაშაულო მსხვერპლის.დაღუპა ოჯახი.საწყალი დედა შვილი და მათი ახლობლები. მთავრობა ჰო არ გძინავს ?!გაამკაცრეთ კანონები იღუპება ქვეყანა.ასეთი არაფერი მინახია სრულიად ერი გამკაცრებას ითხოვდეს ესენი კიდე მარიხუანაზე ფიქრობენ და ფულის შოვნაზე.
02:59 / 13-09-2018
გამოხმაურება //
ქამელეონი
1
0
მშრალმა კანონმა არ გაამართლა არც საბჭოთა კავშირში და არც ამერიკაში, ყველგან სამარცხვინოდ ჩაფლავდა... თქვენი არ ვიცი, და მე კარგად მახსოვს გორბაჩოვის დროინდელი მშრალი კანონი და მისი სავალალო შედეგები... უეჭველად გეცოდინებათ თქვენ
01:41 / 13-09-2018
გამოხმაურება //
საოცნებო საქართველო
22
3
შსს თვითონ ჩალიჩობს პლანით ბარიგობის დაკანონებას და ეგენი ხმას ამოიღებენ დაბოლილი რომც ყოფილიყო?
21:46 / 12-09-2018
გამოხმაურება //
hou
44
1
2 ადამიანის მკვლელობისთვის თუნდაც 13 წელი იყოს ძაან ცოტაა :((
20:59 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გოჩა
27
3
შენ რამსები ნუ გერევა რა, თუ ძმა ხარ!
19:50 / 12-09-2018
გამოხმაურება //
sopo
28
4
რაც ამ ქვეყანას მალე მოცილდება ადამიანი მით უკეთესი. მერე უკვირთ ყველას რათ უნდა აქედან წასვლაო.
19:43 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გლეხი
33
7
გრიგორიჩ, საცა ამდენი სიკეთე გვიყავ, ბარემ ადექი და მშრალი კანონიც შემოიღე, საცა ვაზი ხარობს იქ პლანიც კაი მოსავალს იძლევა.
17:22 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გია
95
2
საშინელებაა ორი ადამიანის სიცოცხლე....მართლაც გარეწარი, შემთხვევა რომელიც სიმთვრალით მოდის მას არ ეპატიება არაფერი მას არ აღელვბს სხვისი სიცოცხლე, ოჯახი, შვილი..უნამუსო ადამიანო...შსს მოქალაქისგან არ მოგწონთ მსგავსზე უხეში პროტესტი და ისე ღამის საათებში ცოტა რომ ხშირი გაჩერებები იყოს გადამოწმებისთვის არ იქნება ურიგო...და რომ უნდა გაამკაცროთ ამას თითოეული მოქალაქე გთხოვთ !
17:08 / 12-09-2018
გამოხმაურება //
aba logika?
15
75
ესეიგი, ალკოჰოლის დამზადება/მიღება უნდა იყოს ლეგალური და მარიხუანა არალეგალური ხო? რაც ალკოჰოლით თრობის შემდეგ ხდება, თუნდაც 1 ჭიქა ქონდეთ მიღებული, მასეთი ვაბშე არ მომხდარა მგონი მარიხუანის მიღების შედეგად. განა გამოვა საპატრიარქო და იტყვის ვაბშე ავკრძალოთ მარიხუანაც და დალევაცო. თვითონ ხომ არ მოიკლებენ ღვინოს? და არც მრევლს მოაკლებენ ღვინით თრობას. უბრალოდ იციან რომ პლანით მთვრალს კიდია ეკლესიაში სიარული და მრევლი მოაკლდებათ.
17:04 / 12-09-2018
გამოხმაურება //
ლევანი
104
13
ჯერ კიდევ საკითხავია მარტო ნასვამი იყო თუ პლანითაც იყო გაჟღენთილი. გაიარეთ ღამით თბილისის ქუჩებში და ნახავთ რომ მთელი ახალგაზრდობა დაბოლილი და გამოთაყვანებული დადის.
16:58 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გაძღა
114
1
ამ ღორმა, გაძღომას გადააყოლა ამათი სიცოცხლე. ახლა იტყვიან რაიცოდა, არუნდოდაო.13 წელი არაფერია ან როგორუნდა იცხოვროს მერე. სხვეიბის გასაგონათ ცეცხლე წადი ტაქსით ან ფეხით. თუიცი როპათოლოგი ხარ, სანამ დალევ მოიშორე მანქანა ამ უდანაშაულო ხალხს შენ მუცელს ნუგადააყოლებ!!!
16:52 / 12-09-2018
გამოხმაურება //
!.!
80
7
ამას ახლა მარიხუანა დაემატება და მეყოლე ვარდივით
16:51 / 12-09-2018
გამოხმაურება //
შეიძლება
55
10
შეიძლება მძღოლი სცოდავს ბევრ შემთხვევაში, მაგრამ ქვეითად მოსიარულეებო ყველგან ნუ გადარბიხართ გადმორბიხართ,არ ჩანს ბევრჯერ მთუმეტეს ღამით, ისე გადარბის ეს ხალხი უადგილო ადგილას...ცოდო არაა კაცო ეხლა ახალგაზრდები და მითუმეტეს უცოდველი უდანაშაულო ბავშვი, აუუუუ რააააა გასკდა გული
16:48 / 12-09-2018
გამოხმაურება //
giorgi
64
0
ესე იგი, ამ გალეწილმა ღორმა, სავარაუდოდ, ფრენით მომავალმა, 2 ადამიანი იქვე მოკლა, ეს არ იკმარა და აითესა, ხომ?
16:45 / 12-09-2018
გამოხმაურება //
დარეჯანი
50
1
კანონს უნდა გამკაცრება, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს,ვისაც ევალება ისინი დანაშაულს აკანონებენ.ასე თუ გააგრძელეს მუშაობა სულ მალე საქართველოს გადააშენებენ.
16:40 / 12-09-2018
გამოხმაურება //
დარეჯანი
27
1
კანონს უნდა გამკაცრება.ჩვენთან კანონს კარ ამკაცრებენ,პირიქით დანასჰაულებს აკანონებენ. ასე თუ გაგრძელდა არავისაგან დაპყრობა არ დაგვჟირდება. ისე გადავშენდებით.
16:36 / 12-09-2018
გამოხმაურება //
dudu
51
2
რატო სამუდამო არა?
16:31 / 12-09-2018
გამოხმაურება //
სოფო
0
10
რა ადგილას მოხდა?
16:00 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გულგატეხილი
34
6
აბა იმას ხომ არ იტყვით მარეხუანა მოწიაო, ოცნების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
15:57 / 12-09-2018
გამოხმაურება //
:)
118
1
13 წელი ცოტაა კიდე, რაღას გარბოდა ეგ უპატრონო იქნებ შველოდათ რომელიმეს მიანც...
15:48 / 12-09-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
14:42 / 17-02-2019
მაშველებმა 20-დღიანი ძებნის შემდეგ, ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს
14:12 / 17-02-2019
ისანში ქალი, აბაზანაში ყოფნისას, CO-თი მოიწამლა
16:44 / 15-02-2019
ტრაგედია შარტავაზე - მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია