ავტორი:

რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს

რომელ ქვეყნებში მკურნალობენ მარიხუანით და ვინ აწარმოებს ყველაზე დიდი ოდენობით საექსპორტო კანაფს

საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა დაიწყოს მარიხუანას წარმოება ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისთვის ექსპორტის მიზნით.

Allnews.ge დაინტერესდა, რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანა, როგორც სამედიცინო ასევე გართობის მიზნით, რომელ ქვეყნებშია დასაშვები მისი კულტივაცია, სად არის კანაფის ყველაზე დიდი წარმოება და რომელ ქვეყნებს გააქვთ იგი ექსპორტზე.

მარიხუანას ლეგალურობის საკითხი სამედიცინო და გასართობი მიზნით მისი ფლობის, მოხმარების, დისტრიბუციისა და კულტივაციის მხრივ ქვეყნების მიხედვით იცვლება. ქვეყნების უმრავლესობაში აღნიშნული პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების გაეროს ერთიანი კონვენციით რეგულირდება, რომლის რატიფიცირებაც 1961 წელს მოხდა, მასთან ერთად 1971 წლის ფსიქოტროპული საშუალებების კონვენციითა და 1988 წლის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების არალეგალურ ბრუნვასთან ბრძოლის კონვენციით.

გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება აკრძალულია ქვეყნების უმეტესობაში, თუმცა ბევრ სახელმწიფოში დეკრიმინალიზაციის პოლიტიკა მოქმედებს. აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას გაცილებით უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ, სადაც მარიხუანას სულ მცირე დოზის ფლობისთვისაც კი ადამიანს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქვეყნები, სადაც გართობის მიზნით მარიხუანა ლეგალიზებულია, არის კანადა, საქართველო, ურუგვაი, ამერიკის 9 შტატი და კოლუმბიის ოლქი. ნიდერლანდებსა, ესპანეთში კი მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია და მისი გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებულ დაწესებულებებში.

გაცილებით მრავალფეროვანია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც კანაფი სამედიცინო დანიშნულებით არის ლეგალიზებული.

ავსტრალია, არგენტინა, იამაიკა, კანადა, ჩილე, კოლუმბია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, ნორვეგია, შვეიცარია, პორტუგალია, პერუ, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, გაერთიანებული სამეფო და ზიმბამბვე - ის ქვეყნებია, სადაც სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია.

ფინეთში მარიხუანა სამედიცინო დანიშნულებით ლეგალურია მხოლოდ ლიცენზიით, კვიპროსზე კი მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალო დანიშნულებით არის დასაშვები. დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, გაცილებით უფრო მკაცრი კანონი აქვთ, რომელიც მხოლოდ ზოგიერთი კანაბინოიდური ნარკოტიკების მოხმარების ნებას რთავს, როგორიც სატივექსი და მარინოლია.

ამერიკის 31 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მარიხუანას სამედიცინო მოხმარება ლეგალიზებულია, თუმცა ფედერალურ დონეზე მისი ნებისმიერი მიზნით მოხმარება აკრძალულია. რაც შეეხება იმას თუ რომელ ქვეყნებშია ლეგალიზებული მარიხუანას კულტივაცია, მსგავსი ქვეყნები სულ თითზე ჩამოსათვლელია.

მაგალითად, ჩილეში ის ლეგალიზებულია, კოლუმბიაში პირადი მოხმარებისთვის 20 ძირი მარიხუანას კულტივაციაა ლეგალიზებული, თუმცა შეზღუდვა არ არსებობს მის სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანაზე. ურუგვაიში 6 ძირი მარიხუანას მოყვანა შეიძლება. კულტივაცია ასევე ლეგალიზებულია იამაიკაზე. დანარჩენ ქვეყნებში ის ან დეკრიმინალიზებულია ან ლეგალურია მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის შესაბამისი ლიცენზიის ქონის შემთხვევაში.

გაეროს 2018 წლის ანგარიშის თანახმად, გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში ლეგალური კანაფის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა იყო 2016 წელს - წერს გამოცემა "ინდეფენდენთი".

"მხოლოდ 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო და სამეცნიერო გამოყენებისთვის 95 ტონა მარიხუანას წარმოება მოხდა, რაც ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო საბჭოს მიხედვით, ამ წელს მსოფლიოში წარმოებული მარიხუანას 44,9%-ს შეადგენდა. გაერთიანებული სამეფო მარიხუანას ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მან 2016 წელს სხვა ქვეყნებში გასაყიდად 2,1 ტონა მარიხუანა გაიტანა, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, მსოფლიოში ექსპორტზე გატანილი მარიხუანას 70% იყო წაიკითხეთ მეტი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე