ავტორი:

"ისიც არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს დასმული" - როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ისიც არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს დასმული" - როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას კვლავ სასუნთქი გზების მწვავე პრობლემა აქვს. ჩივიაშვილის განმარტებით, ვინაიდან ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მათ მიმართეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რათა მომხდარიყო მერაბიშვილის გადაყვანა კლინიკაში.

„ორი თვის წინ როგორც იყო ცუდად, ისევ ისეა. ისიც არ ვიცით რა დიაგნოზი აქვს დასმული. დაახლოებით ერთი კვირის წინ მივწერე სასჯელაღსრულებას და მოვითხოვე თუ რა დიაგნოზი დაისვა და იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რითაც მკურნალობენ მას, თუმცა პასუხი ჯერ არ მაქვს, ველოდები“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს