ავტორი:

"წელს სიმსივნით 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპება" - რას წერია კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციაში

"წელს სიმსივნით 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპება" - რას წერია კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციაში

მსოფლიოში ხუთ მამაკაცში და ექვს ქალში ყოველ ერთს სიმსივნე უვითარდება - აღნიშნულ ინფორმაციას კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს უკანასკნელი მონაცემებით 8 მამაკაცში ყოველი ერთი და 11 ქალში ყოველი ერთი ამ დაავადების შედეგად იღუპება.

Guardian-ის ცნობით, კიბოს შემთხვევები წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილია. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს კვლევის თანახმად, მაღალი შემოავლის მქონე ქვეყნებში კიბოს 1/3-დან 2/5-მდე ახალი შემთხვევების თავიდან ცილება შესაძლებელი იქნებოდა ჩვენთვის ცნობილი ცხოვრების წესისა და გარემოდან მომდინარე რისკების გავლენის შემცირებითა და აღმოფხვრით. და წინასწარი პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს კიბოს 18,1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება და 9,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება დაავადებას.

4 წლის წინ, როდესაც კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მსგავსი კვლევა უკანასკნელად ჩაატარა კიბოს 14,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებამ 8,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსოფლიოს შედარებით მდიდარ ნაწილში, სადაც ჯანდაცვის კარგი სისტემა მოქმედებს, კიბოს იმ სახეობის პრევენცია შესაძლებელია, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების წესი იწვევს. ფილტვის კიბოს დიდი ნაწილი მოწევითაა გამოწვეული, მაშინ როდესაც მკერდის კიბოს ჭარბწონიანობა და ალკოჰოლი იწვევს.

კიბოს შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი - 23,4% ევროპაზე მოდის, სადაც სიკვდილის შემთხვევების 20,3% ფიქსირდება, მაშინ როდესაც ევროპაში მსოფლიო პოპულაციის მხოლოდ 9% ცხოვრობს. ამერიკაში მსოფლიო მოსახლეობის 13,3% ცხოვრობს და ამ ქვეყანაზე კიბოს ახალი შემთხვევების 21% და სიკვდილის 14,4 % მოდის.

აზიას მძიმე ტვირთი აწევს, სადაც კიბოს ახალი შემთხვევების 48,4% მოდის და სიკვდილის შემთხვევების 57,3%...განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე