ავტორი:

როგორ გახდა შორენა ბეგაშვილი გოგა ჩანადირის ბავშვის ნათლია - ფოტოები ნათლობიდან

როგორ გახდა შორენა ბეგაშვილი გოგა ჩანადირის ბავშვის ნათლია - ფოტოები ნათლობიდან

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის შვილი - ანიტა ახლახან გაქრისტიანდა. მას ოთხი ნათლია ჰყავს, მათ შორის - შორენა ბეგაშვილი. ბავშვი ქაშუეთში მონათლეს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოკრძალებულ გარემოში აღნიშნეს. როგორ გახდა შორენა ბეგაშვილი გოგა ჩანადირის ბავშვის ნათლია, ამის შესახებ ფოტოგრაფი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

გოგა ჩანადირი:

- ანიტა უკვე ორი წლის და ოთხი თვისაა. ოთხ სექტემბერს მოვნათლეთ. ოთხი ნათლია გვყავს – ჩემი და ნათიას მეგობრები, მათ შორის - შორენა ბეგაშვილი. ქაშუეთში მოვნათლეთ. ჩვენ გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნალთობას, როგორც ერთ-ერთი საიდუმლოების ჩვენს ცხოვრებაში შემოტანას და ამასთან, ნათლიების ჩართვას. ნათლობამ კარგად ჩაიარა. გვეგონა, რომ ბავშვი იტირებდა, მაგრამ წყალი უყვარს და წყალთან შეხება ძალიან მოეწონა. ძალიან მოკრძალებული სუფრა გვქონდა, მხოლოდ ნათლიები და ოჯახის წევრები ვიყავით. ორი წლის ბავშვი რას გაიგებს, ვინ იყო და ვინ - არა. ამხელა ხარჯის გაღებას ჯობია, იმ მონათლული ბავშვის სახელზე დაეხმარო ვინმე გაჭირვებულს.

- შორენა როგორ გახდა ანიტას ნათლია?

- შორენა უფრო ნათიას მეგობარია, ჩემიც არის, მე ჩემი მეუღლისგან ვიცნობ და მერე დავმეგობრდით, ჩემს დაბადების დღეზეც არის ნამყოფი. კარგი ურთიერთობა გვაქვს. შორენა რომ ნათლია უნდა ყოფილიყო, პირველივე დღეებიდან გადაწყვეტილი გვქონდა. როდესაც ნათია ფეხმძიმედ იყო, შორენამ თვითონ უთხრა, მე ვიქნები თქვენი ნათლიაო და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა.

- რა გინდა, ნათლიებმა დაანათლონ?

- ვფიქრობ, ეს თვითონ ნათლიის გადასაწყვეტია. შორენას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი გოგოა, უბოროტო. არ არსებობს, შორენამ ვინმეზე ცუდი თქვას, ვინმეს ცუდი გაუკეთოს და ეს ძალიან კარგი თვისებაა. ადამიანში კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობას, პატიოსნებას ვაფასებ და შორენას ეს ყველაფერი აქვს და ამიტომაც გამიხარდა, რომ ანიტას ნათლია ის იქნებოდა. როდესაც მე ბავშვს ვნათლავ, ბევრ კარგს ვანათლავ. ახლახან ჩემი მეგობრის ბავშვი მოვნათლე გერმანიაში, ნათლობის სახელი სალომე დაერქვა. ისე, რომ ვუკვირდები, ძალიან ცოტა ქართული სახელი გვაქვს. საქართველოში, ძირითადად, გარედან შემოსული სახელებია დამკვიდრებული.

ჩემს შვილს ანიტა მე დავარქვი - ღვთისმშობლის დედის პატივსაცემად და ვინაიდან ანა ძალიან გავრცელებული სახელი იყო, მინდოდა, ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და ამიტომ არის ანიტა. როდესაც ნათლობის სურათები გავრცელდა, არც მე ვჩანდი ფოტოებში, არც გვარი ეწერა, დაიწერა: ანიტა მოინათლაო და ყველა მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი. ბიჭი რომ მყოლოდა, ვიცი, რომ შიოს დავარქმევდი, ძალიან თბილად ჟღერს. მონათვლა დიდი ხანია გვინდოდა, რადგან შორენას შვილი არ იყო კარგად, გადავდეთ, ვიდრე ამ პრობლემებს გადალახავდა და დაძლევდა.

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"