ავტორი:

"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით

"ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი..." - რომელი მსახიობები გაათავისუფლეს რუსთაველის თეატრიდან და რა მიზეზით

რუსთაველის თეატრიდან რამდენიმე მსახიობი გაათავისუფლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, თეატრიდან 6 მსახიობი და ერთი ტექნიკური თანამშრომელი გაუშვეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გათავისუფლებულ მსახიობებს შორის არიან: ნინუცა მაყაშვილი, ნათია კვაშალი, გოგა გველესიანი და ნანული სარაჯიშვილი. ჩვენი წყაროს ცნობით, მსახიობები თეატრიდან რობერტ სტურუას გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, თუმცა ეს საჯაროდ არავინ დაადასტურა. ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE გათავისუფლებულ მსახიობებს დაუკავშირდა.

გოგა გველესიანი, მსახიობი:

"დეკემბერში გასდიოდა ხელშეკრულებას ვადა, მაგრამ ახლა გამათავისუფლეს თეატრიდან. შვებულებაში გასვლამდე ერთი დღით ადრე კადრების თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, თეატრში მოდით, რაღაცაზე ხელი გაქვთ მოსაწერიო. სათვალე დამრჩა და ვერც წავიკითხე, რას ვაწერდი ხელს და თურმე რეორგანიზაციას მოვაწერე ხელი მოტყუებით, რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებდნენ მსახიობებს აკადემიური თეატრიდან რას ვიფიქრებდი.

- ბატონო გოგა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობები რობიკო სტურუას პირადი გადაწყვეტილებით გაუშვეს. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან?

- არ მინდა ვარაუდების დონეზე საუბარი. აკადემიური თეატრიდან ასე არ უნდა ათავისუფლებდნენ ადამიანებს. ამ თემაზე სხვას ვერაფერს გეტყვით. დღევანდელ დღეს ადამიანის ასე გაქნევა სამსახურიდან, უფრო დასჯაა, ვიდრე სხვა რაღაც.

- გაქვთ სხვა შემოსავალი?

- მე 15 წლის წინ, სახლი გავყიდე და თანხა შევიტანე მშენებარეში, მაგრამ არ აშენდა ის სახლი. ასე დავრჩი მოტყუებული. ახლა ერთოთახიანი ბინა მაქვს იპოთეკით დატვირთული და დოი (დათო დოიაშვილი) მივა ბანკში, რომ შეღავათი გამიწიონ, სანამ სამსახურის გარეშე ვარ. ფაქტიურად, ლუკმა-პურის გარეშე დავრჩი. იმის გამო, რომ შესაძლებლობა არ მაქვს, მთელი ზაფხული სოფელში გავატარე, აქ უფრო ნაკლები თანხა მეხარჯება. ახლა დავბრუნდები თბილისში და ჩემი ერთი თვის კომპენსაციით ვალებს გადავიხდი, შემდეგ რა იქნება არ ვიცი.

AMBEBI.GE კომენტარისთვის მსახიობ ნინუცა მაყაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ტელეფონს არ პასუხობს არც ნინუცას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი. მან თემაზე კომენტარი სმს-შეტყობინებით მოგვწერა: "პასუხი არ გვაქვს, არაფერი ჩვენ არ ვიცით, ასე რომ ტყუილად წუხდებით".

კომენტარისთვის მოვმართეთ ნათია კვაშალსაც, ახალგაზრდა მსახიობი მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალ "ტიფლისში" შესრულებული როლით: "ნამდვილად გამათავისუფლეს თეატრიდან, რუსთაველის თეატრში ჩატარდა რეორგანიზაცია და მე გამათავისუფლეს, სხვას ვერაფერს გეტყვით", - ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა კვაშალი.

თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. "რას მეუბნებით, მირეკავს ხალხი და ამას მეუბნება, ეს არის ტყუილი! ისევ ვარ თეატრში და ვმუშაობ როგორც მსახიობი, ასევე მარკეტინგშიც ვარ", - გვიპასუხა მსახიობმა.

კარანტინის შემდეგ 55 წლის მონიკა ბელუჩი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა - "ასაკის მომატება ასე არავის უხდება" (ფოტოები)

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"