ავტორი:

ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო

ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძემ მკვლელობა მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა... დანა თავდაპირველად თაკო გამრეკელაშვილის ხელში იყო

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის მტკიცებით, ბაქრაძემ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა, რადგან დანა თავდაპირველად გარდაცვლილის ხელში იყო, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, რომელზეც ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.

ადვოკატის გამარტებით, პროკურატურა სასურველი ჩვენებების მისაღებად მოწმეებს არიგებს, თუმცა, ამის მიუხედავად მათი ჩვენებები ერთმანეთთან მაინც შეუსაბამოა.

"ბრალდება, რომელიც პროკურატურას აქვს წაყენებული, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ჩვენ დავამტკიცებთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ არავითარი სისასტიკე და განზრახვა არაა ჩადენილი. ბრალდების მხარეს ჰყავს მოწმეები, რომლებიც დარიგებულები არიან, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს, სადაც არ დასტურდება, თითქოს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა დანაშაული. ეს აბსოლუტურად ტყუილია. ამას ვერ დაამტკიცებს პროკურორი. დანაშაული ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.

შეასაძლოა, ბრალდების მხარემ ბავშვებზეც იმოქმედოს და ეს პრაქტიკაში ხდება, რომ მოწმეებს არიგებენ. მოწმეებმა დღეს განაცხადეს, რომ სისხლიანი დანა საერთოდ არ უნახავთ. ეს იყო აუცილებელი მოგერიება, დანა გარდაცვლილი ქალის ხელში იყო. ეს საქმის მასალებითაც იკვეთება და თვითონ ვეფხია ბაქრაძის ჩვენებითაც", - განაცხადა თეიმურაზ მაგრაქველიძემ. ადვოკატის თქმით, ის რომ ვეფხია ბაქრაძე თავს იცავდა, ამაზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი და ასევე მოწმეთა ჩვენებებიც.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს