ავტორი:

"ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის" - რას აცხადებს ექსპერტი 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

"ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის" - რას აცხადებს ექსპერტი 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტი, ვახტანგ ჟორჟოლიანი გამოკითხეს. როგორც მან განაცხადა, ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

"ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ იყო", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დღევანდელ პროცესზე სულ 3 მოწმე გამოიკითხა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს