ავტორი:

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია

ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ასეთია სტატიის სათაური, რომელიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკიდან წასული ქალების ტრაგიკულ ამბავს ასახავს... ლამია და მისი ორი ქალიშვილი ტერორისტების დასახმარებლად ჯერ სირიაში, შემდეგ კი ერაყში წავიდნენ. უმცროსი გოგონა გზაშივე მოკლეს. უფროსი კი, დედასთან ერთად ერაყის ციხეში სამუდამო პატიმრობაშია.

Deutsche Welle-ს ცნობით, ლამიას ნაცნობები ჰყვებიან, რომ იგი ძალიან "ჩვეულებრივი" ქალი იყო, სანამ 2014 წელს, ერთ მაროკოელ ქალს არ დაუმეგობრდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა... მისი გავლენით ლამიამ მოაგროვა თავისი ნივთები, მოკიდა თავის ორ გოგონას ხელი და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების დასახმარებლად წავიდა. მაშინ მუსლიმებს ხალიფატზე ილუზორული წარმოდგენები ჰქონდათ, თუმცა იქ ჩასულები უმძიმეს რეალობაში ხვდებოდნენ...

"ასე დაემართათ ახალგაზრდებს, თუმცა როგორც ჩანს, მათი ბედი უფროსებმაც გაიზიარეს. ლამია 50 წლის იყო. მაროკოს დედაქალაქში გაიზარდა. 90-იან წლებში სტიპენდია მიიღო და გერმანიაში, ქალაქ ტრირეში სასწავლებლად წავიდა... იქვე გაიცნო მისი მომავალი ქმარი, რომელმაც მის გამო ისლამი მიიღო. სამი შვილი შეეძინათ - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

მაშინ ტრირეში ყველა ერთმანეთს იცნობდა. ღრმა მორწმუნეები არასდროს ყოფილან... მეჩეთში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე დადიოდნენ. ლამია არასდროს ყოფილა რადიკალი. ურთიერთობაში გახსნილი და ლიბერალური იყო," - იხსენებს გამოცემასთან საუბარში მისი მეგობარი, რომელიც მას სტუდენტობიდან იცნობს.

მისივე თქმით, მოგვიანებით, ლამია ქმრის სამსახურის გამო ოჯახთან ერთად, ქალაქ მაინცში გადავიდა. სწორედ იქ დაიწყო მისი შეცვლა, პროგრესულად მოაზროვნე ქალი ძალიან მალე რადიკალი ისლამისტი გახდა და შვილებიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა.

ქმარს გაშორდა და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად მაროკოში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ გერმანიაში დაბრუნდა, ქალაქ მანგეიმში. რატომ შეარჩია ეს ქალაქი, ვერავინ მიხვდა, რადგან იქ მუსლიმების შეკრების ცენტრი არასდროს ყოფილა... თუმცა, ჩადრით სიარული სწორედ იქ დაიწყო. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობას ერიდებოდა და ახლებსაც გაურბოდა.

"ყველაფერი გასაგები იყო, ლამია "ისლამური სახელმწიფოს" ვირტუალური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. მალევე შესაბამისი უწყებებისგან გაირკვა, რომ ერთ დროს უწყინარი ლამია ასობით ადამიანის გადაბირებაში იყო ბრალდებული... ფედერალური სამსახურის ცნობით, 2013 წლიდან, გერმანიიდან სირიასა და ერაყში, ტეროროსტთა რიგებში საომრად ათასობით ადამიანი წავიდა. მათი დიდი წილი ლამიასა და მისი ახლობლების "ანგარიშზე იყო," მით უფრო, რომ ის გადამბირებლებსა და გადაბირებულს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო. თავისი საქმე, ანუ ახალგაზრდებთან ფსიქოლოგიური მუშაობა შესანიშნავად ეხერხებოდა. "დავერბოვკებულების" საშუალო ასაკი 20 წლამდე იყო. რაც უნდა გასაოცარი იყოს, მისი ბიჭი ამ ამბებში არ გარეულა. შესაბამისად, არც სირიასა და ერაყში წასვლის სურვილი გასჩენია... მისგან განსხვავებით დედამ მისი ორივე და რაქაში წაიყვანა, იქიდან კი, მოსულში გადავიდნენ, რა დროსაც, დამომბვაში მოჰყვენ და უმცროსი გოგონა დაიღუპა.

თავად ლამია და მისი უფროსი ქალიშვილი ნადია ქალაქის გათავისუფლების შემდეგ დანარჩენ ტერორისტებთან ერთად დაიჭირეს და ბაღდადის ციხეში ჩასვეს... ადგილობრივი მედის ცნობით, 2018 წლიდან სირიასა და ერაყიდან ასობოთ მეომარი დაბრუნდა სამშობლოში, მათ შორის, 170 ქალი იყო... ლამიაზე საუბარს ყველა ერიდებოდა... შემდეგ მაინც გავიგეთ, რომ ლამიას ბაღდადში ტერორისტების "ლოჯისტიკური მხარდაჭერა" ბრალდებოდა და ქალიშვილთან ერთად, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის აპრილში, სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს... სასამართლო პროცესზე, მის ქალიშვილს ცალკე წაუყენეს ბრალი, ის დედას "საჭირო ხალხის" მოძიებაში იდეოლოგიურად ეხმარებოდა და შესაბამისად, ISIS-გან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებდა. გოგონამ ბრალდება უარყო, თუმცა მისი არგუმენტები ერაყის მართლმსაჯულებას არ გაუთვალისწინებია... ლამიაზე არაფერს ვამბობთ, გოგონაზე ვდარდობთ, ის დაბრმავებული დედის მსხვერპლია და დახმარება სჭირდება " - ამბობს ოჯახის ახლობელი ქალი Deutsche Welle-სთან საუბარში.

ადამიანის უფლებათა დამცველები ერაყის სასამართლოს გამოტანილი მკაცრი სასჯელის გამო აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, აღნიშნულ საქმეს კიდევ ერთხელ გადახედონ. მით უფრო, რომ დაკავებულები მუდმივად მოითხოვენ ადვოკატთან შეხვედრას, რისი საშუალებაც ძალიან იშვიათად აქვთ. Human Rights Watch-ის ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, ერაყის სასამართლო განსაკუთრებით მკაცრია უცხოეთის მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ტერორიზმს ეხება.

ორგანიზაცია AFP-ის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ერაყის მართლმსაჯულებამ 300-ზე მეტ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მათგან 100-ზე მეტი უცხოეთის მოქალაქეა. ამ საკითხთან დაკავშირებით ერაყის სასამართლო ოფიციალურ სტატისტიკას არ ახმაურებს. ეს მედიისთვისაც ტაბუდადებული თემაა.

საქმე ის არის, რომ თავად გერმანიაში სხვადასხვა დროს, სირისა და ერაყიდან დაბრუნებული მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული, თუმცა ქვეყნის გენერალური პროკურატურა ყველა მათგანზე ფლობს ინფორმაციას. მათივე ცნობით, ძიება ამ მუხლით იმ შემთხვევაში წავა, როდესაც მათი "უშუალო მონაწილების ISIS-ს ინტერნეტ-ფორუმებში აქტიური მიმოწერის შესახებ ექნებათ ინფორმაცია".

მთავარი ფოტო: Deutsche Welle

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე