ავტორი:

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება 1 წლით გადაიდო

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების ამოქმედება 1 წლით გადაიდო

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ერთი წლით გადავავადოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გეზ-ის ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტიორ მძღოლებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, თუ რა ფორმით მოხდება შეზღუდვების ამოქმედება სამომავლოდ, მოლაპარაკების საგანია.

"გადავადდა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ჩვენ გავითვალისწინეთ, რასაკვირველია, ჯანოს ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა ჩვენ და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის შემდეგ მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო