ავტორი:

რა ღირს უძრავი ქონების დაგირავება თბილისში - „მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გასაგირავებელი ბინები ცოტაა“

რა ღირს უძრავი ქონების დაგირავება თბილისში - „მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გასაგირავებელი ბინები ცოტაა“

უძრავი ქონების ბაზარზე ბინის დაგირავებაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ფასები კი ადგილმდებარეობისა და პირობების მიხედვით იცვლება. თუმცა სპეციალისტების თქმით, დაგირავების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე დასაგირავებელი ბინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაგირავება თბილისში და რომელია ყველაზე მოთხოვნადი უბნები.

უძრავი ქონების სააგენტო ss.ge-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე მეტი გასაგირავებელი ბინები გლდანი-ნაძალადევის რაიონშია, სადაც ამ ეტაპზე სულ 371 განცხადება ფიქსირდება. რაც შეეხება ფასებს, 1 კვ.მ 250 - 350 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 286 განცხადებით ვაკე-საბურთლო მოსდევს, სადაც 1 კვ.მ ფასი 400 - 500 დოლარი ღირს. ისანი-სამგორის რაიონში სულ 276 განცხადებაა, ფასი კი 1 კვ.მ 200 -300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დიდუბე - ჩუღურეთში სულ - 162 განცხადება ფიქსირდება, ხოლო ფასი 1 კვ.მ 200 – 350 დოლარშია მოცემული. ხუთეულს ძველი თბილისი 62 განცხადებით ამთავრებს, სადაც გასაგირავებელი ბინის ფასი 1 კვ.მ 300 - 450 დოლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია ახალი ბინის დაგირავების ახალი ტენდეცია, უძრავი ქონების მეპატრონე ბინას ერთი პირობით აგირავებს, ბინაში რჩება და ქირას იხდის. Ss.ge-ს ცნობით, ასეთი განცხადებების წილი 23% პროცენტია. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ