ავტორი:

ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

ვაშინგტონი Green Card-ის გაცემის წესს ამკაცრებს - რას ითვალისწინებს ახალი პროექტი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება. კანონპროექტის მიხედვით, ბარათის გაცემა შეიზღუდება იმ ადამიანებზე, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. კერძოდ, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. თეთრ სახლში თვლიან, რომ ცვლილება ამერიკაში შესვლის მსურველთა რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, Green Card-ის მიღების მსურველები ვერ მიიღებენ უფასო საკვებს, უმუშევრობის შემწეობას და უფასო მედიკამენტებს. კრიტიკის საგნად რჩება ბავშვების შემწეობის საკითხი. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გამკაცრებული რეგულაცია მიგრანტ ბავშვებს ფაქტობრივად, სამედიცინო დახმარებისა და კვების გარეშე დატოვებს.

ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირსტენ ნილსენის თქმით, კანონპროექტი აუცილებელია იმისათვის, რომ ამერიკაში ჩასულმა მიგრანტებმა ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე არ იცხოვრონ.

მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი – Permanent Resident ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number). განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე