ავტორი:

ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას

ადვოკატი - შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა... ვითხოვთ, ვანო მერაბიშვილს დამატებით გამოკვლევას

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი, რათა გამოირიცხოს ისეთი მძიმე დაავადებების ვერსიები, როგორიცაა სიმსივნე და თვალის დამბლა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ექიმები სწავლობენ, რათა კონკრეტულად გაირკვეს, თუ რა დაავადება დაუდგინდა მერაბიშვილს. გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის დამატებით გამოკვლევებზე გადაყვანასაც მოითხოვს.

„ამ დიაგნოზებს ჩვენ თვითონაც ვერ ვიგებთ, ყველა კითხვას ექიმებმა უნდა უპასუხონ. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ დამატებით კვლევებს. თუ ეს არის დიაგნოზი, ორი თვის განმავლობაში შედეგი უნდა ყოფილიყო. შედეგი არ არის“, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შს ყოფილი მინისტრის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

„ჩვენ არ ვამტკიცებთ არაფერს. არსებობს უამრავი ვერსია და სანამ სრულყოფილად არ იქნება დადგენილი ეს ვერსიები, ეჭვები იარსებებს. ჩვენი ეჭვები გააჩინა იმან, რომ 2 თვეზე მეტია ადამიანს მკურნალობენ და იგივე მდგომარეობაშია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. აქ უნდა გამოირიცხოს ინტოქსიკაციაც, სიმსივნეც და კიდევ ბევრი რამ. ჰორნერის დაავადება შეიძლება იყოს ფილტვის კიბო, თავის სიმსივნე, ანუ ბევრი რამ შეიძლება იყოს, რომელიც უნდა გამოირიცხოს. გვეუბნებიან, რომ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაში არ ჩანს სიმსივნე, შესაბამისად, შეიძლება იყოს სხვა რამ, იგივე თვალის დამბლა“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მიბნისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა. ამასთან სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

იხილეთ ვიდეო: "შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა" - ადვოკატი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს