ავტორი:

ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."

ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."

რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას (აღმოსავლეთი მკლავის სახურავი) ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი ავრცელებენ.

"ნიკორწმინდა... კვლავ ახალი რელიეფები და ორნამენტები ჩნდება და ჩნდება... ეს ყველაფერი არ არის" - ამ მინაწერით აქვეყნებს ფოტოებს სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციის ავტორი ნანა კუპრაშვილი. ახალი აღმოჩენის მნიშვნელობაზე AMBEBI.GE სწორედ მას ესაუბრა.

"მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ ერთი ადრეული რელიეფები აღმოჩნდა, რომელიც დუღაბის ქვეშ იყო დაფარული. რამის დადასტურებაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ! ეს რელიეფები სავარაუდოდ, მე-11 საუკუნისაა. სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და ახალ მასალასაც მალე მივაწვდით საზოგადოებას.

- რისი ვარაუდი შეიძლება, სანამ აღმოჩენას სპეციალისტები ძირეულად შეისწავლიან?

- ის, რომ აქამდე ჩვენთვის უცნობი, ადრეული ნიკორწმინდის რელიეფების ნახვის საშუალება მოგვეცა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. დანარჩენი, როდის დაიფარა დუღაბით, როდის გადაკეთდა და გადაეწყო, ნიკორწმინდის აღმოსავლეთ მკლავი, რა ისტორიული ეტაპები გაიარა, ამას უკვე შესწავლა მოგვცემს, რასაც დრო ჭირდება…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე:

"დიდი მიწისძვრის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მასშტაბის სამუშაოები ნიკორწმინდაში არ ჩატარებულა... მაშინ გვახსოვს ნიკორწმინდის გუმბათი გამაგრდა და ასე შემდეგ... ახლა ყველაზე დიდი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე კეთდება რეაბილიტაცია: როგორც ქვის კონსერვაცია, სახურავის მოწყობა, იატაკი, მხატვრობა, კარების და სარკმლების სამუშაოები...

მთლიანად მოიხსნა სახურავის აღმოსავლეთის მკლავი, სადაც უნდა შევცვალოთ ახალი სახურავით და იქ აღმოჩნდა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ყოფილა გარკვეული გადაკეთება ტაძრის, რადგან გუმბათის ყელში აღმოჩნდა გამოსახულებები, რელიეფები, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ტაძრის ისტორიისთვის! გარკვეულწილად ადრინდელი პერიოდისას ჰგავს...

მეცნიერები დაიწყებენ ახლა შესწავლას, გამოიკვლევენ თუ რა პერიოდს შეიძლება მიესადაგოს და შესაძლებელია ამან ნიკორწმინდის თარიღზეც იმოქმედოს... პარალელურად ვმუშაობთ, როგორ მოეწყოს გადახურვა ისე, რომ ამ ადგილის ნახვა ყოველთვის იყოს შესაძლებელი. გადახურული იქნება მინით ან ისეთი მასალით, რომ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდეთ საშუალება, ამ უნიკალურ ნაშთს შეხედონ.

"სხვები ჩემზე გაცილებით დიდები არიან, მაგრამ აქამდე სულ პატარები იმარჯვებდნენ" - რა გეგმები აქვს 18 წლის ლიკა ესაიაშვილს "მასტერშეფში"

"სამარშრუტო ტაქსებში არაერთხელ ვნახე ფეხზე მდგომი მგზავრები, ეს დანაშაულია" - მევლუდ მელაძე ტრანსპორტში არსებულ ვითარებაზე

"რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია მეუფე იაკობზე