ავტორი:

მირანდა შელიას რომანი რუს მომღერალთან აქვს - ფოტოები "ქართველი ირინა შეიკის" ინსტაგრამიდან

მირანდა შელიას რომანი რუს მომღერალთან აქვს - ფოტოები "ქართველი ირინა შეიკის" ინსტაგრამიდან

ქართველ მოდელს მირანდა შელიას, რომელსაც ხშირად ირინა შეიკს ამსგავსებენ, რუს მომღერალ ვლადისლავ რამთან აქვს რომანი, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ცნობილი თითქმის 1 წლის წინ გახდა. კულუარული ინფორმაციით, შელია და რამი ერთად ცხოვრობენ.

წყვილი გრძნობებს არც საჯაროდ მალავს, ვლადისლავი და მირანდა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე ხშირად აზიარებენ ერთობლივ ფოტოებს. ვლადისლავ რამი 23 წლისაა, პოპულარობა ჯგუფმა MBAND მოუტანა. სოლოკარიერა კი 2016 წლიდან დაიწყო.

მირანდა შელია რუსეთში დაიბადა, ის ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი ჭანტურიაზე იყო დაქორწინებული. განქორწინების შემდეგ კი რუს ფეხბურთელს, ფიოდორ სმოლოვს ხვდებოდა. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა