ავტორი:

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები კარმენის სამშობლოში - სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. ამ მოსალოდნელი სპექტაკლების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვწერდით, რაზეც თავად ქეთევან ქემოკლიძე გვესაუბრებოდა.

"ამ პარტიაზე თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ მენედესმა მიმიწვია. კარმენის მისივე სამშობლოში შესრულება - ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს. ჩემთვის პატივია, რომ მსოფლიოში უამრავი ესპანელი თუ არაესპანელი კარმენების ფონზე, არჩევანი ჩემზე გაჩერდა და ამ ქალაქის სიმბოლოს როლს ქართველი მომღერალი იმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი სხვადასხვა დადგმაში ძალიან ბევრჯერ მაქვს ნამღერი, ეს ძალიან საამაყოა. ჩემდა სასიხარულოდ, მომიწევს კასტანეტებზე დაკვრა და ფლამენკოს ცეკვა, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობები სევილიაში კიდევ უფრო დახვეწილი და განსხვავებული იქნება. ყველაფერი კი რთულიც არის და სასიამოვნოც, რადგან სევილიურ პუბლიკაში ბევრი კარმენი და კარმენის ახლობელი იქნება და ყველას კარმენი უნდა გახდე ან პირიქით, ძალიან განსხვავებული... ჯერჯერობით ჩემი კარმენი წარმატებას და აღფრთოვანებას იწვევს. იმედია, მომავალშიც ასე იქნება და არაფერი შეიცვლება“ - აღნიშნავდა მომღერალი.

ერთი წლის შემდეგ მართლაც არაფერი შცვლილა, მეტიც, კარმენის სამშობლოში ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი შედგა.

30 წლის შემდეგ, სევილიის „მაესტრნცას“ ოპერაში კარმენი ქართველი მომღერლით დაბრუნდა. მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.

ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის „ოპერა აქტუალის“ ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს "კვირის არტისტად". კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოს წამყვან სცენებზე წარმატებით იდგმება. სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენკოს რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან