ავტორი:

ფაეტონი, ანგელოზები, ჩრდილოეთის ირემი - როგორი იქნება და რა დაჯდება თბილისის საახალწლო განათება

ფაეტონი, ანგელოზები, ჩრდილოეთის ირემი - როგორი იქნება და რა დაჯდება თბილისის საახალწლო განათება

დედაქალაქის საახალწლო განათება-გაფორმება 2 მლნ ლარზე მეტი დაჯდება. თბილისის მერიის შ.პ.ს. "თბილსერვის ჯგუფმა” საახალწლო ილუმინაციების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 123 000 ლარია.სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა სახის განათებები მოეწყობა ქალაქში საახალწლოდ. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საახალწლოდ დედაქალაქს ახალი ილუმინაციები და აქსესუარი შეემატება. მათ შორის: 305 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ანგელოზი, 8 ცალი - 3D ფარანი; 64 ცალი - 3D ანგელოზი; 1 ცალი - 3D ფაეტონი; 3 ცალი - 3D ხე; 5 ცალი - 3D ანგელოზი; 4 ცალი - გულის ფორმის 2D ბანერი; 120 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ჩამოსაკიდებელი დეკორაცია; 30 ცალი - 2D ჩამოსაკიდებელი გული; 2 ცალი - 3D ჩრდილოეთის ირემი; 7 ცალი - 3D დასადგამი დეკორაცია; 1 ცალი - 3D ირემი. გაგრძელება+ფოტოები

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ