ავტორი:

"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი

"ტერორი გრძელდება" - ნაჯა ორაშვილის განცხადება და შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 3 პირი

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ საპოლიციო კონტროლი კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მისულ ადამიანებზე კვლავ გრძელდება. მისი თქმით, 28 სექტემბრის ღამით რამდენიმე ადამიანი დააკავეს კლუბთან ახლოს.

"ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალური პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც.

ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფიქრობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. ღამის ეკონომიკა არა ისა. არაფრის ღირსია ეს ქვეყანა" - წერს ორაშვილი.

დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, წერეთლის გამზირის მიმდებარედ დაკავებულ პირებს ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ. დაკავებულები 22-25 წლის ასაკის პირები არიან.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ექსტაზი“ და „ამფეტამინი“ ამოიღო. ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორია შსს-ს დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა - დაკავებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"თუ ძმასთან მიჰქონდა, რატომ არ გაყვნენ?! ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი" - ბიძინა ესებუას ადვოკატი