„ტოპ გეარის“ ლეგენდარული წამყვანები, რიჩარდ ჰამონდი და ჯერემი კლარკსონი საქართველოში არიან. ისინი ბათუმში იმყოფებიან. როგორც ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი "ავტობილდთან" საუბარში აცხადებს, მათ ბათუმის ბულვარში გადაცემის გადაღების ნებართვის თხოვნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმართა. სხვა დანარჩენი ინფორმაციის გავრცლება კი არ შეუძლიათ, ვინაიდან პროტოკოლი ავალდებულებთ.
ხოლო ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბათუმში ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების ინიციატივით მათ თავად The Grand Tour-ის მენეჯმენტმა მიმართა და მათ უბრალოდ, იშუამდგომლეს ბათუმის მერიასთან. სხვა დამატებით ინფორმაციას არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასაჯაროვებენ.
საუაბრია გადაცემა The Grand Tour-ის ერთი-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე, რომელიც აჭარაში უნდა მოხდეს. თუ გავრცელებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, გადაცემაში BMW 8 Series, Bentley Continental, და Aston Martin DBS Superleggera გადაიღეს. განაგრძეთ კითხვა