ავტორი:

15 ბრენდული კაბა ია ფარულავას გარდერობიდან - ნახეთ რა ღირს მსახიობის სატელევიზიო სამოსი

15 ბრენდული კაბა ია ფარულავას გარდერობიდან - ნახეთ რა ღირს მსახიობის სატელევიზიო სამოსი

"დოლჩე გაბანას" მოდის სახლის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება კიდევ ერთხელ იყო დასტური იმისა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მომხიბვლელი და სექსუალური.

ჩვენებაში მონაწილეობდნენ 90-იანი წლების სუპერ მოდელები, რომლებსაც ბრენდი დღემდე არ ღალატობს. პოდიუმზე ვიხილეთ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ევა ჰერციგოვა, კარლა ბრუნი და ჰელენა კრისტენსენი. მათთან ერთად ჩვენებაზე გამოვიდა 53 წლის ქალღმერთი - იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი მონიკა ბელუჩი. ეს ტენდენცია ქართულ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ჩვენც გყვავს ერთი ქალბატონი, რომელიც იტალიაში რომ დაბადებულიყო, აუცილებლად ვიხილავდით ამ ჩვენებაზე, თუმცა, ის საქართველოში დაიბადა და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რომ შესანიშნავ ფორმაშია და თავის ასაკთან შედარებით არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს უკვე არავისთვისაა უცხო, (თუმცა, რომელ ასაკზე ვსაუბრობთ - ია აცხადებს, რომ 39 წლისაა და შემდეგი ასი წელი აღარ მოემატება ასაკი, მთავარია, შესახედაობა ამის თქმის უფლებას აძლევს) მაგრამ საინტერესოა მისი ჩაცმულობა. მსახიობი, როგორც წესი, ძვირადღირებულ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. მის გარდერობში ჭარბობს dolce gabbana-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-ის, Prada-ს, MIU MIU-სა და სხვა ბრენდების სამოსი. ამჯერად ჩვენ მის სატელევიზიო სამოსზე შევაჩერეთ ყურადღება, დავინტერესდით იმ ტანსაცმლით, რომელიც ია ფარულავას ყოველ ორშაბათს გადაცემა "ფარული კონვერტის" მიმდინარეობისას აცვია.

Reitingi.ge მსახიობს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

- რაც იტყვით თქვენს ულამაზეს კაბებზე, რომლებიც ეკრანზე გაცვიათ, იქნებ გაგვიმხოლოთ მათი ღირებულება?

- ის სამოსი, რომელიც გადაცემის ჩაწერაზე მაცვია, სხვადასხვა წამყვანი ბრენდების კოლექციებიდანაა, ძირითადად 2017 და 18 წლის კოლექციებიდან, ხშირად შემიძენია კაბა, რომელიც შემდეგ ჩემს გემოზე გადამიკეთებია მკერავის დახმარებით, მთავარია, მოიხდინო სამოსი, ხოლო თუ რამის შეცვლა მინდა და ვიცი, რომ უკეთესი იქნება, გადაკეთებებს არ ვერიდები. რაც შეეხება სამოსის ღირებულებას, ამაზე საუბარი ცუდ ტონად მიმაჩნია, სხვადასხვა დროს არაერთ სიტუაციაში ეს ბევრჯერ მითქვამს და ახლაც უნდა გავიმეორო.

თავად ია ფარულავამ კონკრეტული ბრენდებისა და მათი ფასების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა, ჩვენ გავარკვიეთ, თუ რომელი ბრენდის, რომელი კოლექციიდანაა მისი საეკრანო გარდერობი შემდგარი და რა არის მისი ტანსაცმლის ღირებულება:

ეს ულამაზესი ყვავილებიანი კაბა "დოლჩე და გაბანას" 2018 წლის კოლექციიდანაა და მისი ღირებულება 2500 $-ს შეადგენს.

"დოლჩე და გაბანას" ორეული 2017 წლის კოლექციიდან, ფასი - 1500 $.

ეს ულამაზესი კაბა კი „გუჩის“ მოდის სახლს ეკუთვნის. ის მუდმივი კოლექციიდანაა და მისი ღრებულება 3800$-ია.

ნახეთ სრულად მსახიობის კაბების კოლექცია და ფასები

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს