ავტორი:

ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

ვინ არის 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

თანამდებობის პირთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა.

კერძოდ, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა 2017 წლის დეკლარირებული შემოსავლები. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს საქართველოში, რომელთა წლიური შემოსავალიც 200 ათას ლარს აღემატება.

DataLab-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში სულხან ზუმბურიძეა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე 341 700 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ზუმბურიძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა.

სააქციო საზოგადოება "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 350 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სსე-ს აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს.

შემოსავლების კუთხით, მე-2 ადგილს იკავებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომლის წლიური შემოსავალიც ამ პოსტზე 336 000 ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა.

ცნობისთვის, სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ფლობს საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის - 100%-იან წილებსა და სს „თელასის“ - 24.5%-იან წილს. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო