ავტორი:

გერმანიის ახალი საიმიგრაციო კანონი ქვეყანაში ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანების ჩასვლას გაართულებს

გერმანიის ახალი საიმიგრაციო კანონი ქვეყანაში ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანების ჩასვლას გაართულებს

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ახალ საიმიგრაციო კანონთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

კანონი კანადის გამოცდილებაზეა დაფუძნებული და იგი ღარიბი და გაუნათლებელი ადამიანებისთვის გერმანიაში ჩასვლას გაართულებს - ნათქვამია შეთანხმების სამუშაო ვერსიაში, რომელიც ჟურნალისტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

"დოიჩე ველეს" ცნობით, შეთანხმება ემყარება თავშესაფრის მინიჭებისა და შრომითი მიგრაციის ერთმანეთისგან განცალკევების პრინციპს და ამასთანავე უზრუნველყოფს, რომ ისინი, ვისაც გერმანიის კანონმდებლობა თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას აძლევს, ახალი საიმიგრაციო კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას.

ახალი საიმიგრაციო კანონის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ ექნებათ უმაღლესი განათლება ან კონკრეტული სამუშაო შეთავაზება, გერმანიაში ცხოვრებას ვერ შეძლებენ: "ჩვენ არ გვსურს მესამე ქვეყნებიდან არაკვალიფიციური მოსახლეობის არანაირი სახის მიგრაცია",- ნათქვამია შეთანხმებაში.

ისევე როგორც კანადის შემთხვევაში, გერმანიაში ცხოვრების მსურველები განათლების, ასაკის, ენობრივი უნარების, სამუშაო შეთავაზებისა და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით შეფასდებიან. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე