ავტორი:

"რუსული სკანდალი" ფინეთში ქართველი ბიზნესმენის მონაწილეობით - "სკრიპალების საქმის" გაგრძელება თუ შეტევა მაფიაზე

"რუსული სკანდალი" ფინეთში ქართველი ბიზნესმენის მონაწილეობით - "სკრიპალების საქმის" გაგრძელება თუ შეტევა მაფიაზე

ფინეთის პოლიციამ ადგილობრივ სამხედროებთან და სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონში, ტურკუს არქიპელაგში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. კერძოდ, სპეცოპერაცია სანტექნიკის კომპანია Valtec-სა და Веста трейдинг-ში ჩატარდა.

Новая газета-ს ცნობით, სპეცოპერაციაში 400 ძალოვანი მონაწილეობდა და ერთ-ერთ ობიექტს, რომელიც რუსებს ეკუთვნით, 12 სააათის განმავლობაში ჩხრეკდნენ. სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა 3 მილიონი ევროს ოდენობის თანხა იპოვეს და სამი პირი დააკავეს. პოლიციის ვერსიით, ჩხრეკა ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვას უკავშირდება.

თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც რუსმა მეწარმეებმა ფინეთის სტრატეგიული ობიექტების მიმდებარედ, სახმელეთო გზებთან ახლოს შეიძინეს მიწები, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით განხორციელებული სახმელეთო გადაზიდვები კარგად ჩანს და ამ ადგილს, როგორც აგენტურისთვის, ასევე სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებდნენ.

ამ ბრალდებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "პარანოიდული სისულელე" უწოდა, თუმცა ფინეთის პოლიცია საქმის ძიებას განაგრძობს. სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე კომპანია Турку Airiston Helmi და მისი შვილობილი კომპანია Suomen Saaristomatkailu.

ერთი მათგანი 2007 წელს გამოჩნდა, მეორე კი დაახლოებით ორი წლის წინ დარეგისტრირდა. დღემდე, Airiston-მა და მისმა მფლობელებმა ტურკუზე 50,45 ჰექტარი მიწის შეძენა შეძლეს, რაც დაახლოებით 12 კუნძულს აერთიანებს. კომპანიამ იქ ინფრასტრუქტურის აშენებაში 4,5 მილიონი ევრო დახარჯა.

ტერიტორიაზე არსებობს დასასვენებელი სახლები, კოტეჯები, მასიური ბეტონით შემოსაზღვრული ნავსადგომი და სათვალთვალო კამერები. არსებული ცნობით, კომპანია Airiston-ი თავდაპირველად, რუსეთში კარგად ცნობილ და მსხვილ სანტექნიკის ბრენდების მფლობელს პავლე მელნიკოვს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე წყლის მრიცხველების კომპანია счетный блок-ის პატენტის მფლობელია.

2000-იანი წლების დასაწყისში მელნიკოვის საქმიანი პარტნიორი ვასილი არჟანცევი რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის პრეს-მდივანი იყო, რომელმაც შემდეგ მელნიკოვთან ერთად პეტერბურგში მონიტორინგის კომპანია Петрослак-ი დააფუძნა. თავად მელნიკოვი რუსეთში არსებული ძალიან ბევრი ტექნიკის კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელი იყო.

კომპანია Airiston Helmi-ი ფინეთის პოლიციის ყურადღების ცენტრში შემთხვევით არ აღმოჩენილა. 2007 წლიდან მელნიკოვი ოფიციალურად კომპანიის 10%-ს ფლობდა, დანარჩენი ჰონ-კონგური კომპანია Trade Bridge Limited-ს ეკუთვნოდა. 2013 წელს ეს 90% ორმა პოლონურმა ფირმამ გაიყო, 2016 წელს კი მისი სრული მფლობელი იტალიური კომპანია Pelargo გახდა, რომლის მიმართაც ფინეთს დიდი ხანია გარკვეული ეჭვები ჰქონდა, რადგან ეს იყო რუსულ-იტალიური მაფია, რომელიც შავი ფულის გათეთრებაზე აქტიურად მუშაობდა.

ფინეთის პოლიციამ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ადამიანი, მელნიკოვის მარჯვენა ხელი გლებ ერემინი და ერთიც ესტონეთის მოქალაქე დააკავა... ოფიციალური ინფორმაციით, მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრებაში ედებათ. მელნიკოვთან ერთად ფინური პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში რუსეთის მოქალაქეები ვიაჩესლავ ლოვანოვი, ელენა რომანოვა და სანკტ-პეტერბურში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი შოთა შამუგია ფიგურირებენ.

ამ უკანასკნელზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. CorruptionTV-ის ცნობით, ის დიდი ალბათობით ლატვიაში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდის ზურაბ შამუგიას, იგივე "ადუ ზუგდიდსკის" ნათესავია და წარმატებული ბიზნესი აქვს.

ფოტოზე: ე.წ. კანონიერი ქურდი ზურაბ შამუგია

მედვედევის ზოგად განცხადებას თუ არ ჩავთვლით, ამ საქმესთან დაკავშირებით რუსეთში კომენტარს არ აკეთებენ. რუსული მედიის შეფასებით, ფინური სკანდალი სკრიპალების საქმის გაგრძელებაა, რადგან ამ ფაქტის შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მათ ტერიტორიაზე მოქმედი რუსული კომპანიების მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ.

"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, წარმოუდგენელი იყო, რომ რომელიმე ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსი ბიზნესმენის მიერ მიწის შეძენის წინააღმდეგი იქნებოდა, თუმცა ეს ყველაფერი სკრიპალების საქმის გაგრძლებაა," - წერს რუსული მედია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე